წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების აკრძალვის გადახედვის აუცილებლობა - აღნიშნულ საკითხზე მესამე სექტორი საუბრობს. არასამტავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია რა მიზანს ემსახურება რეგულაცია, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამების განთავსებას უკრძალავს.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პროექტის კოორდინატორი, ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ ზიანი თავად ტელევიზიებსაც ადგებათ:
„აბსოლუტური აკრძალვის დაწესება არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გავრცელებაზე არის არამიზანშეწონილი. გაურკვეველია ამ შემთხვევაში ასეთი აკრძალვა რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ზოგადად საზოგადოებას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი ზიანის მომტანიც არის თვითონ მაუწყებლებისთვისაც, რომლებსაც ეკრძალებათ რაღაც დამატებითი შემოსავლის წყარო ჰქონდეთ,“ - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






