გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად ცაგერს ესტუმრა, ვაშაძე ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. მთავარ პრობლემებად მოქალაქეებმა უმუშევრობის მაღალი დონე, სიღარიბე და მზარდი კრიმინალი დაასახელეს.
„ამას უკვე სიბრაზე და აღშფოთება აღარ ჰქვია, ამას ჰქვია ქართველების გენოციდი. ლეჩხუმში 500-ზე მეტი სიკვდილიანობა არის ყოველ წელს და 30-40-ზე მეტი ბავშვი არ იბადება. განახევრებული არის უკვე მოსახლეობა, იმის ნაწილი კიდევ ემიგრაციაში არის წასული. ეს არის ნადვილი გენოციდი ქართველების. ადამიანებს უნდათ მიწაზე მუშაობა, ადამიანებს უნდათ მთის შენახვა, მთის სოფლების შენახვა და ამის შესაძლებლობა არ აქვთ იმიტომ, რომ გვყავს აბსოლუტურად კორუმპირებული, უსაქმური და მავნებელი ხელისუფლება,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






