უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის მიზნით ფართო კონსულტაციები გრძელდება
პოლიტიკა - 19:09, 13 Aug, 2018     1004

პრეზიდენტის მრჩევლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით დღეს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ის კრიტერიუმები და პროცესი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის საფუძველი იქნება. მსჯელობა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებსაც შეეხო.

კონსულტაციებს ესწრებოდნენ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე და აღმასრულებელი საბჭოს წევრები.

"შევხვდით ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს. ეს არის ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პროფესიული წრე და მრავალრიცხოვანი გაერთიანება და, ბუნებრივია, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო იმიტომ რომ ადვოკატებს აქვთ დიდი გამოცდილება და წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის მდგომარეობას დღეს ახასიათებს. აქედან გამომდინარე, მათ ჰქონდათ ძალიან საინტერესო და ღირებული ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორი ადამიანია საჭირო, რომ იყოს შერჩეული ამ პოზიციაზე და, როგორი ადამიანი შეძლებს, რომ ეს არაერთი გამოწვევა, რომელიც არსებობს დღეს მართლმსაჯულების სისტემაში, მან გაართვას თავი საკუთარი როლისა და კომპეტენციის გათვალისწინებით.

ჩვენ შევხვდებით ყველა მნიშვნელოვან აქტორს, ვისგანაც შეგვიძლია მივიღოთ რჩევები, თუ როგორ უნდა წარიმართოს შერჩევა და რა მონაცემების ადამიანი უნდა იყოს შერჩეული ამ პოზიციაზე და წარდგენილი პარლამენტისთვის. ჩვენ ღია ვართ მოვისმინოთ ყველას მოსაზრება. არანაირ დაპირისპირებასა და კინკლაობაში ჩვენ არავისთან შესვლას არ ვაპირებთ იმიტომ, რომ ქვეყნის წინაშე დგას ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და ჩვენ ბოლომდე გვაქვს გააზრებული ამ ამოცანის სწორად და ღირსეულად გადაწყვეტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ და განვაგრძობთ შეხვედრებს და კონსულტაციებს, რაც შეიძლება ბევრი ჯგუფისა და ადამიანის მოსაზრების მოსმენას იქამდე, ვიდრე დაიწყება კანდიდატებზე გადასვლის მეორე ეტაპი," - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის მრჩევლები უკვე შეხვდნენ აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრები მიმდინარე კვირასაც გაგრძელდება, კვირის ბოლოს კი ფართო კონსულტაციების შესახებ პრეზიდენტის მრჩევლები საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42