საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელი - დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა.
ზურაბიშვილმა განაცხადი საინიციატივო ჯგუფის სახელით შეიტანა, ჯგუფშ 12 ადამიანი, მათ შორის მსახიობები, რეჟისორები, პუბლიცისტები და სხვა საზოგადო მოღვაწეები შედიან.
დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო.
„ყველა ჩვენი მხარდამჭერი თბილისში და რეგიონებში დაიწყებენ ამ ხელმოწერების შეგროვებას ჩემი ჩართულობით. მეც ვივლი იმ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა, რომ მეც დავეხმარო ამ ხელმოწერების შეგროვებაში. ვიწყებ ჩემ კამპანიას ოფიციალურს, გარდა ამ ხელმოწერებისა, რომელიც ხვალვე დაიწყება თბილისში. ვიწყებ ხუთშაბათს დიდ ჯიხაიშში, რომელიც ზოგმა იცის და ბევრმა უნდა იცოდეს, არის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ადგილი და მე მგონია, რომ სწორია, რომ იქიდან დავიწყო ჩემი კამპანია და იქიდან განვაცხადო, თუ რა იქნება ჩემი პრეზიდენტობის ხედვა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






