რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება", რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან უკვე 1,5 წელია, ათავისუფლებს, ბოლო პერიოდში გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, უამრავი კითხვა და მცდარი მოსაზრება გაჩნდა იმის შესახებ, შეეხებოდა თუ არა აღნიშნული ცვლილება "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობებსაც.
"დღიდან დაარსებისა ჩვენ წინააღდეგ უამრავი ჭორი აგორდა, მაგრამ ჩვენ შევძელით და 8 000 ზე მეტი ადამიანი დავიხსენით სახელმწიფო მონობისაგან.
არც ამ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციები არ შეესაბამება სიმართლეს და ბიბლიური თავისუფლება კვლავაც გააგრძელებს სახელმწიფო მონობასთან ეფექტურ ბრძოლას," - ნათქვამია რელიგიური ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






