რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით კარასინსა და შვეიცარიის ელჩს შორის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში, შვეიცარიის საელჩოში არსებული რუსეთის ინტრესეთა სექციის გარშემო არსებულ ვითარებაზე. კარასინის შეფასებით, გართულებული სიტუაცია ადგილობრივი კრიმინალური ელემენტების მოქმედების შედეგია, რომლებიც სარგებლობენ იმით, რომ რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია.
„თბილისში რუსეთის საზღვარგარეთული დაწესებულების გარშემო არსებული ატმოსფერო მკვეთრად განსხვავდება მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობის გარშემო არსებული მშვიდი და კეთილგანწყობილი ატმოსფეროსგან“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, შვეიცარიულმა მხარემ პირობა დადო, გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხი მოაგვაროს.
მასალის გამოყენების პირობები






