ე.წ. ციანიდის საქმე - ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ქორეპისკოპოს იაკობის მიერ გუშნ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. საკვირაო ქადაგებაზე მეუფე იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკი“ უწოდა. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მღვდელმტავრისგან მსგავსის აქციელი წარმოუდგენელია:
„გუშნდელი დღის შემდეგ, როდესაც საკვირაო სახარებაზე იკითხება სახარების ის იგავი, მაცხოვარი სადაც მოწყალე ბატონისა და უმოწყაო მსახურის შესახებ საუბრობს, წარმოუდგენელია, რომ მღვდელმთავარი საუბრობს და მსგავს პოზიციას, მსგავს საქციელს ჩადიოდეს. უბრალოდ ეს ყველაფერი ძალიან შორს არის ქრისტიანობასთან და ქრისტიანულ ღირებულებებთან, ამაზე ძალიან ვწუხვარ და შევთხოვ უფალს, რომ გონს მოეგოს მეუფე და სინანული იქონიოს ამ თავისი უპასუხისმგებლო საქციელის გამო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე პეტრე აღნიშნავს, რომ მეუფე იაკობი იმ არაჯანსაღი სიტუაციის მსხვერპლია, რომელიც საპატრიარქოში არსებობს:
„მაცხოვრის სწავლების თანახმად, დაბანის შემდეგ მხოლოდ ღორი წვება ტალახშიო და მხოლოდ ძაღლი უბრუნდება თავის ნაწყევარს, ნამდვილად მხოლოდ ღორმა არ იცის დაბანის ფასი, განწმედის ფასი, ახალი ცხოვრების ფასი, მეუფეს დამოკიდებულება, ტონალობა, საქციელი, ნამდვილად არ არის არანაირად ცათა სასუფევლის მაძიებელი და მე შევთხოვ, რომ გონს მოეგოს. დიდი ეჭვი მაქვს, როგორც როგორც მამა გიორგი აღმოჩნდა მსხვერპლი საპატრიარქოში არსებული არაჯანსაღი მდგომარეობისა, თვით მეუფეც არის მსხვერპლი არ ჯანსაღი მდგომარეობისა, არაჯანსაღი ურთიერთობისა ხელისუფლებასთან და სპეცსამსხურებთან ურთიერთობისა“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
მასალის გამოყენების პირობები






