საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობისა და ხელისუფლების უმთავრესი მიზანი ნარკომოხმარების შემცირებაა და თითოეული გადაწყვეტილება აგებულია აღნიშნულ მიზანზე:
„ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. ერთი მხრივ, უნდა იყოს ჰუმანური პოლიტიკა, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, მიზნებს ვაღწევდეთ ამ პოლიტიკით. უმთავრესი მიზანი არის მოხმარების შემცირება და ამაზე იქნება აგებული თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჭრილში კი, საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია არსებული ვაკუუმის შესავსებად:
„აქაც დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიიღება. ერთი მხრივ, მიზანი ჰუმანური პოლიტიკაა და მეორე მხრივ, ნარკომოხმარების შემცირება. საშემოდგომო სესიაზე ეს აუცილებლად იქნება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






