ლარის რეკორდულად გაუფასურების ფაქტი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას კურსის სტაბილიზაციისთვის შესაბამისი გეგმა გააჩნია:
„ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს. მათ აქვთ სათანადო გეგმა, რომ სტაბილურობა უზრუნველყონ და დარწმუნებული ვარ, ეს მიზანი იქნება მიღწეული“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კურსთან მიმართებაში უარყოფითი ტენდენციების მიზეზებზეც ისაუბრა:
„არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომელიც გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს ქმნის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება. ასევე, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ტენდენციებიც ჩვენთვის სახარბიელო იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






