თბილისის მერი ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
პოლიტიკა - 14:12, 13 Aug, 2018     754

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, გრიგოლ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 18 მისამართზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს, 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობასა და დასკვნით ეტაპზე, კეთილმოწყობის სამუშაოებს გულისხმობს.

„ორბელიანის მოედანზე საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. აღნიშნული პროექტი წინასაარჩევნოდ, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო და როგორც კი უფლებამოსილება მოგვეცა, მისი განხორციელება დავიწყეთ. მოედნის რეკონსტრუქციაზე დაახლოებით, 65 მილიონი ლარი იხარჯება, რომლის ფარგლებშიც, 20-მდე შენობა-ნაგებობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია მოხდება. ამასთან, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს, რომელიც 150 ავტომანქანაზე იქნება გათვლილი. მგონია, რომ ორბელიანის მოედანი დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება, თავისი საფეხმავლო გზებითა და პარკებით, რომლის კეთილმოწყობის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტი ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში შენობების დაზიანებული ნაწილების დაშლა-გადაწყობის პროცესი, დაზიანებული შენობების კონსტრუქციული გამაგრება, ფასადებიდან მოუწესრიგებელი გაყვანილობების მოცილება, დაზიანებული ნალესობის გაწმენდა-დამუშავება, ნაძერწი დეტალების აღდგენა-რესტავრაცია, შენობების გადახურვის რეაბილიტაცია, განახლებითა და მაღალი ხარისხის ფერადი თუნუქის გამოყენებით კონსტრუქციული ნაწილების შეცვლა და სხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, მოწესრიგდება და განახლდება ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები.

შედეგად, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, თბილისს კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება, რომელიც ფხოვისა და ათონელის ქუჩების ნაწილს მოიცავს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლს შესაბამისი წესების დაცვით, სათანადო სამუშაოები ჩაუტარდება. ასევე, დაგეგმილია ათამდე შენობის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების ჯამური ღირებულება 65 მილიონ ლარამდეა და მათი ძირითადი ნაწილის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

2017 წლის განმავლობაში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების (წყლის, წყალარინების, ბუნებრივი აირის და ა.შ.) სრული განახლება და იმ ქსელების მოწყობა (სადრენაჟე, სანიაღვრე) განხორციელდა, რომელიც აღნიშნულ ზონაში მანამდე არ ფუნქციონირებდა. სამუშაოების ღირებულებამ 10 მილიონი ლარი შეადგინა.

სარეაბილიტაციო არეალი მშრალი ხიდიდან ათონელისა და ფხოვის ქუჩების გავლით, ალექსანდრე პუშკინის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, მათ შორის, ხაზინისა და ფურცელაძის ქუჩებს, ასევე, გრიგოლ ორბელიანისა და 9 აპრილის სახელობის ბაღების ნაწილს. აღნიშნული მონაკვეთი მუშტაიდის ბაღიდან დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნისკენ დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებაა.

ორბელიანის მოედანზე კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42