ოპზიციის განცხადებით ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ პრეტენზიებს ამ წუთებში არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აცნობენ.
საუბარია საოლქო კომისიების ნეიტრალურ კვოტაზე, რომელიც წესით მიუკერძოებელი კადრებით უნდა დაკომპლექტდეს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ამ კვოტას სუს-ი და „ქართული ოცნება“ საკუთარი კადრებით ავსებენ.
„აქ ერთობლივი უნდა იყოს ყველას განცხადება, იმიტომ, რომ არ შეიძლება დავუშვათ მეუღლეებს ნიშნავდნენ, გარეთაც კი აღარ გადიან, ანუ აღარვის ენდობიან და ისეთ მანქანას აწყობენ, რომ მხოლოდ თავის ოჯახში უშუალო წევრს ნიშნავენ ამ სისტემაში, 73 ოლქიდან 63 პირდაპირ ამ პრინციპით არის დაკომპლექტებული და ჩვენ სწორედ ამაზე გვაქვს რეაგირება, და გავაცნობთ აბსოლუტურად ყველას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი მოტხოვნა, გამოცხადონ კონკურის ხელახლა“, - აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






