ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატები, მეუფე იაკობის მიერ მამალაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობენ, სადაც ბოდბელმა ეპისკოპოსმა გიორგი მამალაძე "ავაზაკად" და "დაჯგუფების წევრად" მოიხსენია.
ადვოკატები მეუფე იაკობს ცილისწამებაში ადანაშაულებენ და მის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, მეუფის განცხადება, რომ გიორგი მამალაძე რუსეთში მსახურობდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მამალაძის უფლებადამცველის შეფასებით, ეპისკოპოსის მხრდიან გაკეთებული განცხადებები სტრასბურგის სასამართლოში ციანიდის საქმის მოსალოდნელ განხილვას უკავშირდება:
„მან კარგად იცის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საკუთარი წვლილი ე.წ. ციანიდის საქმეში არ დაიმალება და აქედან გამომდინარე არის გამოწვეული მისი აგონიური მდგომარეობა. რუსეთის საპატრიარქოს იურისდიქციაში კი არ მსახურობდა, საქართველოს საპატრიარქოს მიერ იყო წარდგენილი უკრაინაში, ქართველ ემიგრანტებთან, ჩაეტარებინა წირვა-ლოცვები.“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






