7 სექტემბრამდე ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო კანდიდატად წარსდგება?
პოზიცია - 21:23, 26 Aug, 2013     3663

 

ღია და კულუარული დეტალები


მმართველი კოალიციის რიგებში პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შეუთავსებლობა და აზრთა სხვადასხვაობა რომ არსებობს ამის ერთ-ერთი ღია მაგალითი სახელმწიფო მოწყობის მოდელია. ირაკლი ალასანია პოლიტიკური აქტივობის დაწყების დღიდან აცხადებდა, რომ ის მხარს უჭერს საპრეზიდენტო მმართველობას. ალასანიამ მედია საშუალებებით არაერთხელ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე კოალიცია საპარლამენტო მმართველობის მომხრეა, დადგება დრო, როცა საკუთარ კოლეგებს დაარწმუნებს საპრეზიდენტო მოდელის უპირატესობაში.


იმის მოლოდინიც გაჩნდა, რომ ირაკლი ალასანია კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილყო, თუმცა პრემიერს, როგორც სჩანს, ამ პოსტზე თავდაცვის მინისტრი არც განუხილავს და მან ფსონი ნაკლებად რეიტინგულ გიორგი მარგველაშვილზე გააკეთა, რამაც ერთგვარი გაორება გამოიწვია კოალიციაში.


პრემიერ ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის ფარული, მაგრამ ღია ფრაზებით დაპირისპირების შემსწრე აღმოჩნდა საზოგადოება, როცა ივანიშვილმა არა სადმე ჩაკეტილ სივრცეში, არამედ ჟურნალისტების თანდასწრებით არცთუ მისაღებ ფორმებში ისაუბრა ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე.


რუსეთი თუ დასავლეთი?


პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფაქტია, საქართველოში პრორუსული ძალები გააქტიურდნენ. ამ ფონზე პრემიერი საკმაოდ დაბალრეიტინგულ საპრეზიდენტო კანდიდატს აყენებს. ნინო ბურჯანაძის კანდიდატურაზე აქტიურად წერს წამყვანი რუსული მედიაც; პრემიერი ივანიშვილი ახალწლამდე პოსტიდან წასვლის შესახებ უკვე მერამდენედ აკეთებს განცხადებას, ხოლო ბურჯანაძის გააქტიურებაზე იმასაც ამბობენ, რომ პრემიერ ივანიშვილის ხელითვე ხომ არ ხდება პრორუსული ძალების ხელოვნურად გაძლიერება? თუ ეს პრორუსული ძალების მხრიდან ერთგავრი ხრიკია მარგველაშვილის წიანამდეგ?


თუმცა საეჭვოა, დასავლეთის და კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყურადღების მიღმა დარჩეს საპრეზიდენტო არჩევნები.


შეეცდება კი დასავლეთი საკუთარი ფსონის დადებასაც? თუკი ის რეალურად დაინახავს პრორუსული ფლანგის მომძლავრებას, რამდენად სავარაუდოა, რომ მას უბრალოდ გამოსავალი აღარ დარჩეს, და შეეცადოს, პროდასავლური ძალების გაძლიერება-კონსოლიდირებას? ჯერ კიდევ გაურკვეველია ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში, რა პოზიციებს დაიკავებს დავით ბაქრაძე და ნაციონალური მოძრაობა.
არის კი შესაძლებელი, დასავლეთმა პრორუსული ძალის შემკრებ ნინო ბურჯანაძეს პროდასავლელი ირაკლი ალასანია დაუპირისპიროს?
თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარგველაშვილის გამარჯვების შანსების გამოკვეთის შემთხვევაში, დასავლეთი ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდეს.



ირაკლი ალასანიას აშშ-ში ვიზიტი და სიურპრიზების მოლოდინი


რას აცხადებს ირაკლია ალასანია Eurasianet-თან მიცემულ ინტერვიუში:


"საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა, ედუარდ შევარდნაძე პირველი ლიდერი იყო, რომელმაც ნატო-სა და ნატო-ში საქართველოს მომავალზე დაიწყო საუბარი. მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ძალისხმევა არ დაიშურა პროგრესის მისაღწევად და უამრავი ახალი ინიციატივა წამოიწყო საქართველოს მოდერნიზაციისა და ინტეგრაციისთვის. ჩვენ უნდა ვაღიაროთ და დავაფასოთ ეს ყველაფერი და წინა მთავრობების მიერ აგებულ მყარ ნიადაგზე წინსვლა უნდა გავაგრძელოთ".


ცნობილი ხდება, რომ აშშ-ში ალასანიას მიერ გაკეთებულ ამ განცხადებებს მწვავე რეაქცია მოჰყვა მის მეგობრებში და პარტიის წევრებში. სწორედ ნინო ბურჯანაძის პარტიის მიერ იქნა გაჟღერებული, რომ ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრები ტოვებენ პარტიას და ისინი ბურჯანაძის მხარეს გადადიან.


თავდაცვის მინისტრის აშშ-ში გაკეთებული განცხადების მიზეზით ,,თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს ირაკლი ალასანიას მეგობარი გია ცქვიტინიძე, რომელიც ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ცქვიტინიძე ამბობს, რომ ტოვებს პარტიას, მაგრამ ბიძინა ივანიშვლის მხარდამჭერად რჩება.


გია ცქვიტინიძე:


,,როგორც იცით, ის ამერიკაში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, სადაც მან ისეთი განცხადება გააკეთა, რამაც საბოლოოდ მიმაღებინა გადაწყვეტილება, დამეტოვებინა "თავისუფალი დემოკრატები", - აცხადებს ცქვიინიძე გამოცემა ,,გურია ნიუსთან".


შეერთებულ შტატებში ვიზიტისას თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ეჭვი მისი პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლო დასახელების შესახე კიდევ უფრო გაამძაფრა. ქართულ მედიაში თავდაცვის მინისტრის ინტერვიუს ქართველი ექსპერტებიც აფასებენ.


ხათუნა ლაგაზიძე:


,,ამერიკაში ალასანიას ვიზიტმა დაადასტურა ისიც, რომ დასავლეთი მისი ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია მისი პოლიტიკური კარიერის გზაზე, იქნება ეს დღეს თუ ხვალ. თუმცა, ყოველ შემთხვევაში, მე, არ გამოვრიცხავ, რომ თუ კი ალასანიამ წამოაყენა კანდიდატურა, დასავლეთი იქნება მისი ერთ-ერთი უმთავრესი რესურსი ამ გზაზე და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის შეხვედრები, რომელიც გაუმართეს ამერიკაში. თავად ამერიკული მედიის შეფასებაც, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე ეს იყო უპრეცენდენტოთ მაღალი რანგის დახვედრა და შეხვედრები, რომელიც ამერიკულმა პოლიტიკურმა და სამხედრო ელიტამ მოუწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ესეთი რამ შემთხვევით არ ხდება, მოგეხსენებათ. თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არის ირიბი მუშაობა ამერიკის სამხედრო ელიტის მხრიდან ალასანიას იმიჯზე და მის პოლიტიკურ პოზიციებზე".


აშშ-ი ალასანიას ვიზიტს ეხმაურება ,,ეხო კავკაზი":


აშშ-ს ავანსი ალასანიასთვის - ,,აშშ-ს დედაქალაქში ალასანიას ასეთ მაღალ დონეზე მიღება ერთგვარი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისადმი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. თბილისში ზოგიერთები ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ თავდაცვის მინისტრი თავის კანდიდატურას დააყენებს".



დაველოდოთ მოვლენებს, ჯერ კვლავ კითხვის ნიშანის ქვეშ დგას, შესთავაზებს თუ არა 7 სექტემბერს ირაკლი ალასანია სიურპრიზს პრემიერ ბიძინა ივანიშვილს.


შესაძლოა კი, რომ 7 სექტემბრამდე ირაკლი ალასანიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს?


თუმცა ერთი რამ ფაქტია, ირაკლი ალასანიას მხრიდან, ნაკლებად თუ ახსოვს ვინმეს, ქართულ პოლიტიკაში მკვეთრი მოძრაობები.

 


ანანო კვაჭანტირაძე

სააგენტო ,,ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42