დიდგორი არ დამთავრებულა. სანამ ჩვენ ვცხოვრობთ, ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება - ილია მეორე
რელიგია - 15:43, 12 Aug, 2018     3898

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას დიდგორის ბრძოლა გაიხსენა და საქართველოს ისტორიაში მის როლზე ისაუბრა. მან ამ ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც ერის ცხოვრება, შედგება ბრძოლებისაგან - ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. დღეს დიდგორობაა – უდიდესი ბრძოლა, რომელიც ქართველმა ხალხმა გადაიტანა. ჩვენ უპირველეს ყოვლისა, დავით აღმაშენებელს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც ისე დაგეგმა, ისე მოაწყო, რომ გამარჯვება აუცილებელი და გარდაუვალი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ათჯერ მეტი იყო მტრის რაოდენობა, დავით აღმაშენებელმა სიბრძნე გამოიჩინა, მან გაგზავნა 200 გამორჩეული მხედართმთავარი. მტერს ეგონა, რომ ისინი მოღალატეები იყვნენ. 200 კაცი რომ შეიჭრა, გვერდებიდან ქართულმა ჯარმა დაარტყა და გამარჯვება გარდაუვალი გახდა.

ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ. ჩვენ იმ დროს ვცხოვრობთ, როცა ადამიანმა სიბრძნე უნდა გამოიჩინოს. წმინდა მამები ამბობენ, რომ თუ შენ გაიმარჯვებ შენს თავზე, შენ ყველგან გამარჯვებული იქნები. აი, ეს უნდა გვახსოვდეს. ჩვენ ჩვენს ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ – იმ ნაკლს, რომელიც ჩვენშია. დავით აღმაშენებელმა უკან დასახევი გზები ჩახერგა. უკან დახევა არ შეიძლებოდა. ესე იგი, დავით აღმაშენებელი თვითონაც საკუთარ თავს საშიშ მდგომარეობაში აყენებდა, მაგრამ მას ჰქონდა ღვთის იმედი. ამ იმედმა გაუმართლა საქართველოს.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ დიდგორობას და ღმერთმა ინებოს, რომ დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში. დიდგორი არ დამთავრებულა. სანამ ჩვენ ვცხოვრობთ, ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება. არ უნდა შეგვეშინდეს დიდგორის ბრძოლების“, - ბრძანა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42