აშშ-მა მღვდელი ამჯობინა NATO-ს სტრატეგიულ მოკავშირე თურქეთს - ერდოღანი
მსოფლიო - 14:27, 12 Aug, 2018     10719
თურქეთის ეკონომიკა და ეროვნული ვალუტა ამერიკასთან ურთიერთობის გამწვავების შემდეგ ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. ერთი დოლარის ღირებულება 7 ლირას უახლოვდება.

ამერიკელი პასტორ ენდრიუ ბრანსონის ციხეში ყოფნის გამო, აშშ-მ ჯერ თურქი მინისტრები შეიყვანა სანქცირებულთა სიაში, ხოლო შემდეგ ანკარას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული გადასახადი გაუზარდა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა მოუწოდა მოქალაქეებს, გაყიდონ დოლარები და ევროები, რათა ხელი შეუწყონ ეროვნული ვალუტის გამყარებას.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საავტორო სტატია „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოაქვეყნა და დონალდ ტრამპს ოფიციალური ანკარის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთი ვაშინგტონს ახალი მოკავშირეების მოძებნით დაემუქრა - რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხზე ვლადიმერ პუტინს ტელეფონით უკვე ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიერ თურქეთის წინააღმდეგ გატარებული ზომები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმაც დაგმო.

თურქეთის პრეზიდენტმა, მხარდამჭერებთან შეხვედრიისას, სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ აშშ-მა ამერიკელი პასტორ ენდრიუ ბრანსონი ამჯობინა NATO-ს სტრატეგიულ მოკავშირე ანკარას.

შეერთებულ შტატებთან უთანხმოების ფონზე თურქეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა. ლირის ღირებულება დოლართან მიმართებით 2018 წლის დასაწყისიდან უკვე 40 პროცენტით დაეცა, ბოლო 24 საათში კი დამატებით 16-პროცენტიანი ვარდნა განიცადა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42