სოფელ ხიდისთავის გამგებელს დავით ვასაძეს კალანდაძეების ოჯახი უჩივის და მათი ოჯახის წევრის საპენსიო ბარათით სარგებლობასა და თანხის მოხსნაში ადანაშაულებენ.
600 ლარამდე თანხა, გამგებელმა მას შემდეგ დააბრუნა, რაც კალანდაძეები მიხვდნენ, რომ ფული მალულად იყო მოხსნილი და ამბის გახმაურებით დაემუქრნენ. ოჯახმა არ იცის, რაში დაჭირდა გამგებელს დიალიზზე მყოფი მერაბ კალანდაძის საპენსიო ბარათი. თავად გამგებელი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
ჩოხატაუარის მერი, ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ამ ფაქტზე მოკვლევას კიდევ ერთხელ ჩაატარებს.
დავით ვასაძეს მოსწავლეებისთვის ფულის გამორთმევაშიც ადანაშაულებენ. ხიდისთავში ყვებიან, რომ გამგებელმა რამდენიმე უფროსკლასელს ონლაინ ბანკიდან სწრაფი სესხი ააღებინა და ამ თანხითაც თავად ისარგებლა. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს სკოლის დირექტორი.
მასალის გამოყენების პირობები






