სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბანკების მონოპოლიით შეძლო ოჯახების გაღარიბება.
„ლარის კურსმა ისევ დაიწყო მკვეთრად ვარდნა და მთავრობა ისევ სრულ უუნარობაშია. თუმცა, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, საქართველოს ჰყავს ხარბი ოლიგარქი, რომელმაც საბანკო მონოპოლიით გაანადგურა ქართული ოჯახების ბიუჯეტი და ფულს აკეთებს ვალუტის კურსზე თამაშით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც კი შეძლო ნაციონალური მოძრაბის ხელისუფლებამ, რომ ლარის კურსი შეენარჩუნებინა.
ენმ-ის ლიდერი ქვეყანაში ვითარების გაუარესებას პროგნოზირებს. სააკაშვილი 2008 წლის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ლარის კურსის შენარჩუნება ომის დროსაც კი შეძლო.
„მინდა შეგახსენო, რომ ამხელა არმია დაგვესხა ავს, ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს და ჩვენ შევინარჩუნეთ ვალუტის კურსი, რომელიც ჩემ დროს იყო 1.64/ თუ ივანიშვილი გაგრძელდა საქართველოში, ღმერთმა არ ქნას, თუ თქვენ არ გამოიჩინეთ აქტიურობა, თუ თქვენ არ ჩაერთეთ და ისევ მიეცით საშუალება, რომ იყიდოს არჩევნები, გარანტიას გაძლევთ, რომ სულ მალე კურსი იქნება მინიმუმ 4, მე ვიცი, რაზე ვსაუბრობ. ჩემს დროს იყო 1.64, ივანიშვილის დროს მალე იქნება 4, ამიტომ გამოვიფხიკოთ ყურები, გავახილოთ თვალები ყველამ, ვიმოძრაოთ ყველამ, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






