ლარის კურსი რეკორდულად ეცემა - ხელისუფლება საგანგაშოს ვერაფერს ხედავს
პოლიტიკა - 18:24, 10 Aug, 2018     2841
ხელისუფლება ლარის რეკორდული სისწრაფით გაუფასურებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მათი შეფასებით, ეკონომიკაში ნეგატიური ფაქტორები არ მომხდარა და შესაბამისად, ლარის გაუფასურება ამას არ უკავშირდება.

მთავრობაში ამბობენ, რომ ზოგადად, რეგიონში შექმნილი ვითარება ახდენს საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე გავლენას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე აცხადებს, რომ დღეს არსებული მდგომარეობით ლარი სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ის ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ლარის გრძელვადიან კურს განაპირობებს, იძლევა სრულ საფუძველს იმისა, რომ ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნოს. აღსანიშნავია, ის დადებითი მომენტები, რომელიც გვაქვს ჩვენ ეკონომიკაში, ეს არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორც მოგეხსენებათ წლიური ზრდა განვლილ 6 თვეში შეადგენს 5.7 პროცენტს, ხოლო მეორე კვარტალში 6 პროცენტიანი ზრდა გვქონდა. ამასთან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ექსპორტში, ტურიზმში,“ - განაცხადა მიქაბაძემ.

საკითხზე კომენტარი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამაც გააკეთა.

„საქართველოს ეკონომიკაში რაიმე ნეგატიურ ტენდენციებთან ჩვენ ადგილი არ გვაქვს და პირიქით, დადებითი ტენდენციები შენარჩუნებული არის. მეორე, რაც აუცილებლად უნდა იქნას გასათვალისწინებელი, იმიტომ, რომ მოკლევადიან პერიოდში ჩვენ შეიძლება ეს გამოწვევად გვქონდეს, ეს ნამდვილად არის რეგიონში არსებული დევალვაციები იქაური ვალუტების,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

ლარი საგრძნობლად გაუფასურდა - თბილისის სავალუტო ჯიხურებში ერთი აშშ დოლარი 2.55-2.56 ლარის ფარგლებში მერყეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42