სამხარაულის კომისიური დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე დაზიანებები უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც სიკვდილი მოჰყვა
პოლიტიკა - 13:03, 10 Aug, 2018     1074

ჩვენ ხელთ არსებული და საქმეზე წარმოდგენილი მასალების მონაცემებით, სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი, – ამის შესახებ საუბარია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომისიურ დასკვნაში, რომელიც პირველი არხისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. დასკვნას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ექსკლუზიურად ავრცელებს:

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის გამოკვლევის მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობები მარცხენა წვივის და მარჯვენა მტევნის მე-3 და მე-4 თითების მიდამოში. მარჯვენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის ღია მოტეხილობა, მრავლობითი ვრცელი სისხლნაჟღენთები (20-ზე მეტისხეულის სხვადასხვა მიდამოში და მათ ფონზე ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთები (არანაკლებ 46), კეროვანი სისხლჩაქცევა თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე მარჯვნივ თხემის მიდამოში, სისხლჩაქცევა მარცხნივ და მარჯვნივ სათესლე პარკის მიდამოში და არსებული მარჯვენა სათესლე ჯირკვლის ქსოვილში, მრავლობითი ნაჭდევები (38-ზე მეტი) სხეულზე.

დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად. დაზიანებები ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთების (არანაკლებ 46) სახით განვითარებულია რამე შემოსაზღვრული (ბრტყელი და/ან ცილინდრული) ზედაპირის მქონე საგნის ან საგნების მრავალჯერადი ზემოქმედებით.

წარმოდგენილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს აქტის მონაცემებით, ტატუნაშილის სიკვდილი გამოიწვია გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობამ, რომელიც განვითარდა მიოკარდიის მწვავე იშემიით გართულებული ჰიპერტონიული დაავადების შედეგად. გამოძიების მიერ წარმოდგენილ მასალებში არსებული ტატუნაშვილი ჯანმრთელობის შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით, აღნიშნულ პიროვნებას არ აღენიშნებოდა ჰიპერტონიული დაავადება და სხვა სახის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გვამთან არსებულ პრეპარატში არ დადასტურდა კორონაროათეროსკლეროზის არსებობა.

მთელი რიგი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული კორონარების მწვავე სპაზმის და შესაბამისად მწვავე იშემიის განვითარების შემდეგი რისკფაქტორები: თამბაქოს აქტიური მოხმარება, ნარკოტიკების მოხმარება, ამფეტამინი, კოკაინი და სხვა. ტრავმა, სიცივე-დაბალი ტემპერატურის მოქმედება, ძლიერი ემოციური სტრესი, მაღალი არტერიული წნევა, ასაკი, დიაბეტი.

სხვა მაპროვოცირებელი რისკფაქტორების არარსებობისა, გვამის გამოკვლევისას დადგენილი სხეულის დაზიანებები, ფიზიკური ტრავმა, ძლიერი ფსიქო-ემოციური სტრესი უნდა ყოფილიყო დადგენილი მწვავე კარდიოლოგიური პათოლოგიის, კორონარული არტერიების სპაზმის, მიოკარდის, მწვავე იშემიის და შედეგად მწვავე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორი.

ჩვენ ხელთ არსებული და საქმეზე წარმოდგენილი მასალების მონაცემებით, სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი“, – აღნიშნულია სამხარაულის კომისიურ დასკვნაში.

წყარო: 1TV





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42