მოზარდების მკვლელობის საქმე - ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე კიდევ ერთხელ ეხმაურება გუშინ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც დანაშაულის დაფარვისთვის წინასწარ პატიმრობაში მყოფი სამი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ზაზა სარალიძემ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ერთად სტრასბურგის ვიზიტის ჩაშლასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას ინფორმაცია მიაწოდა.
„ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ფედერაციას ცრუ ინფორმაცია გადასცა იმასთან დაკავშირებით, რომ სამკაციან ჯგუფში ერთ-ერთი იყო ტერორისტი. დადასტურებულია ინფორმაცია, რომ ტერორისტად მოიხსენიეს მალხაზ მაჩალიკაშვილი. მე და ქალბატონი ელისო კი მისი თანმხლები პირები ვიყავით, ანუ მისი საზღვრის კვეთის ხელის შემწყობები, თანამოაზრეები და ა.შ. ფაქტია, ხელისუფლებამ გადაწყვიტა არამარტო მალხაზ მაჩალიკაშვილის, არამედ ჩემი მოშორებაც და ელისო კილაძის მოშორებაც, რადგან ამათ სამართლიანობის აღდგენა არ აინტერესებთ. იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მისცენ პირები, პირიქით სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებენ დამნაშავე პირებს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






