გიორგი აბაშიშვილმა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ეროვნული მედეგობის ცენტრის ამოცანები გააცნო
პოლიტიკა - 15:12, 10 Aug, 2018     790

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქმედების სკოლა" მონაწილეებთან ლექცია- დისკუსია გამართა.

სტუდენტებთან შეხვედრამდე გიორგი აბაშიშვილმა უნივერსიტეტის რექტორთან მაკა ბერიძესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი იყო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე და როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რექტორთან გრიგოლ ხანძთელის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებაზე შეთანხმდა, რომელსაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებს. შეხვედრაზე საუბარი ასევე ეროვნული მედეგობის ცენტრსაც შეეხო.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალციხის უნივერსიტეტი ჩაერთვება ეროვნული მედეგობის ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში, კერძოდ გვსურს, რომ ახალქალაქში შევქმნათ კვლევითი ბაზა აღნიშნულ საკითხზე. ამავდროულად ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა „ქმედების სკოლის" სტუდენტებთან. მონაწილე სტუდენტები არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ დამატებით მიეღოთ ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი, უსაფრთხოება და ზაფხულის პერიოდი ამ კუთხით ნაყოფიერად გამოეყენებინათ. ეს პროექტი დაფინანსებულია ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან",-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პროექტის მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულებისათვის სერტიფიკატებიც გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42