პრეზიდენტის მრჩევლებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის მიზნით კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს
პოლიტიკა - 15:11, 10 Aug, 2018     833
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩევლები აკადემიური წრეების და სამოქალაქო სექტორის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კონსულტაციებზე მხარეებმა იმსჯელეს კანდიდატის კრიტერიუმებზე, შერჩევის პროცესსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც სასამართლო სისტემის წინაშეა.

„შევხვდით იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს წლების განმავლობაში უწევენ მატერიალურ თუ ინტელექტუალურ დახმარებას სხვადასხვა თემაზე, მათ შორის მართლმსაჯულების თემაზე. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. აღინიშნა, რომ ვაშინგტონი დიდი ინტერესით აკვირდება ამ პროცესს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს. დღევანდელ შეხვედრაზე ამ ფორმატიდან გამომდინარე და იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხვდებოდით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კონკრეტულმა კანდიდატებმა, გვარებმა და სახელებმა არ გაიჟღერა, თუმცა გაჟღერდა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესს ჰქონდეს ნდობა, ჩართულობა, გამჭვირვალობა. სწორად იქნეს გააზრებული ის პრობლემატიკა, რაც უდგას ქართულ მართლმსაჯულებას და აი, აქედან გამომდინარე, იმ საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, რაც დადგენილია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით, დასახელებული იქნეს საბოლოო ჯამში ღირსეული კანდიდატი, რომელიც იქნება პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი," - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ კონსულტაციას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, ევროკავშირის, გაეროს, ევროსაბჭოს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42