"რუსები რომ შემოვიდნენ, ჩემი სახლი პირველი დაწვეს" - BBC-ის რეპორტაჟი საოკუპაციო საზღვრიდან
პოლიტიკა - 14:30, 10 Aug, 2018     1140

"რუსეთი კვლავ აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, რუსეთის მესაზღვრეები რეგულარუად სწევენ ე.წ. საზღვარს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში, რის გამოც მთელი რიგი სოფლები მავრთულხლართითაა გაყოფილი," - ასე იწყება BBC-ის სტატია, რომელიც საოკუპაციო საზღვრიდან არის მომზადებული.

გუგუტიანთკარი მდიდარი სოფელია. მას 2008-ში, რუსულმნა არმიამ გადაუარა, როდესაც ისინი გორის მიმართულებით დაიძრნენ.

კორესპონდენტი სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრ დიმიტრი გუგუტიშვილს გაესაუბრა.

"2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც რუსი ჯარისკაცები და ოსები შემოვიდნენ, პირველი ჩემი სახლი გადაწყვეს. მე იქ ვიყავი, როდესაც სროლა დაიწყო, ბაღში დავიმალე და ვუყურებდი, როგორ წაუკიდეს ცეცხლი ჩემს სახლს," -ყვება ოკუპანტების მიერ დაზარალებული გუგუტიშვილი.

მაშინ მისმა ოჯახმა, რომელიც 13 ადამიანისგან შედგება სკოლის ყოფილ შენობას შეაფარა თავი, რომელიც მათი ახალი სახლი გახდა. ერთად ისინი მაშინ იკრიბებიან, როდესაც ზაფხულში შვილები მშობლების სანახავდ ჩამოდიან.

ომის დამთავრების შემდეგ ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გავლ;ება დაიწყეს, რაშიც გუგუტიანთკარიც მოჰყვა,

"2013 წელს ე.წ. საზღვარი პირდაპირ გუგუტიანთკარზე გაავლეს და დიდი ღია მწვანე დაფა დადგეს წარწერით "ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი". სახლების უმეტესობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა, თუმცა, ერთი დიდი ქუჩა - თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ის დაცარიელებულია, ხალხი სახლებში ვეღარ დაბრუნდა," - წერს BBC.

დიმიტრი ხანდახან ახლოს მიდის თავის დანგრეულ სახლთან, ბაღსაც უვლის, რომელზეც მავრთულხლართია გავლებული, არ აპირებს მიატოვოს სოფელი.

"ვეკითხები ოჯახის უფროსს, თუ რას ფიქრობს იგი 10 წლის შემდეგ რუსებზე, ოსებზე, აქვს თუ არა კავშირი იმ ხალხთან, რომელიც იქით მხარეს დარჩა. დიმიტრი დაფიქრდა და მიპასუხა: "რთულია კარგი ურთიერთობა გქონდეს იმ ხალხთან, რომლებმაც დაწვეს და გაძარცვეს შენი სახლი. მე ვიცნობ იმათ, ვინც ეს გააკეთა. ორი მათგანი უკვე მოკვდა"," - წერს სტატიის ავტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42