პატიმრების ღია წერილი: გლდანის #8-ე დაწესებულებაში არანაირი ციხის მაყურებელი არ არსებობს
საზოგადოება - 17:58, 26 Aug, 2013     2228


„ბატონო უჩა, მოგმართავთ ღია წერილით გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები, ვინაიდან ამ დღეებში ტელევიზიით მოვისმინეთ პარლამენტის წევრის, ბატონ აკაკი მინაშვილის განცხადებები, თითქოსდა ციხეებში არის გაუსაძლისი მდგომარეობა და პატიმრებზე ზეწოლა და ასევე ე.წ. "ოფშიაკების" აგროვება და რიგი პატიმრების დაჩაგვრა.

 

 


ჩვენ სახალხოდ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გლდანის #8-ე დაწესებულებაში არანაირი ციხის მაყურებელი არ არსებობს, მით უმეტეს პატიმრების დაჩაგვრა სხვა რომელიმე პატიმრისგან, ასევე "ობშიაკის" შეგროვებაზეც ზედმეტია ლაპარაკი. ასევე, სასადილოსა და სამრეცხაოების "მაყურებლებზე", ეს ყველაფერი არის სრული აბსურდი.

 


ბატონო უჩა, ჩვენ, პატიმრები მოგმართავთ თხოვნით, ჩვენი ღია წერილი გადაუგზავნოთ ყველა ბეჭდვით მედიასაშუალებას და ტელევიზიებს.


ბატონო უჩა, ჩვენ ვფიქრობთ, თქვენ, როგორც სახალხო დამცველი, ვალდებული ბრძანდებით, ჩვენი უფლებები დაიცვათ და ასევე ჩვენი თხოვნა გაითვალისწინოთ, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი იმ საბოტაჟს, რომელსაც ავრცელებენ რიგი ადამიანები და ჩვენი თითოეული პატიმრის მშობლებს და ახლობლებს გულს უხეთქავენ და ანერვიულებენ ცრუ ინფორმაციებით.

 


ბატონო უჩა, აქვე გვინდა დავამატოთ, რომ გლდანის #8-ე დაწესებულებაში არ ირღვევა ჩვენი, როგორც პატიმრების უფლებები, არ არის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სუფევს სრული სიმშვიდე, რაზედაც უღრმეს მადლობას ვუხდით გლდანის #8-ე დაწესებულების დირექტორს, ბატონ ნოდარ ქინქლაძეს და მის ყველა მოადგილეს.

 


ბატონო უჩა, ჩვენ ამ წერილს ვაგზავნით ორ ეგზემპლარად, ერთს ვაგზავნით ციხიდან და მეორეს ჩვენი ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის ხელით, ვინაიდან დროულად მოვიდეს თქვენამდე.


კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით სახალხო დამცველს და საქართველოში ყველა ბეჭდვით მედიას და ტელევიზიებს, ვისაც პატიმრების ბედი აღელვებს, რომ ჩვენი ღია წერილი იყოს დაბეჭდილი და ტელევიზიებით გადაცემული. იმედია, ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებთ, რაზეც წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას გლდანის #8-ე დაწესებულების სამეურნეო ნაწილის პატიმრები და ვადასტურებთ ჩვენი ხელის მოწერით", – ნათქვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42