კალიფორნიის სასამართლომ ტყის ხანძრის შეგნებული გაჩენის ბრალდებით 51 წლის ფორესტ გორდონ კლარკს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და გირაოს სახით კოლოსალური თანხა 1 მილიონი დოლარი დაუწესა.
კლარკის მიერ გაჩენილი ხანძრის კერა ერთერთია იმ ოთხი კერიდან, რომლის ჩაქრობასაც მეხანძრეები უკვე რამდენიმე დღეა ცდილობენ.
ოფიციალური ინფორმაციით, კლარკმა სამხრეთ კალიფორნიის სახანძრო რაზმის მეთაურს ელექტრონული ფოსტა გაუგზავნა, მუქარის შემცველი ფრაზით - "ეს ადგილი დაიფერფლება".
ხამძრის გაჩენის მიზეზი მეზობლებთან არსებული რამდენიმეწლიანი დავა გახდა. კლარკის მიერ გაჩენილმა ხანძარმა 12-ვე მეზობლის სახლი გაანადგურა, გარდა თავად კლარკის სახლისა.
კლარკის მიერ გაჩენილმა ცეცხლის 40 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ტყე უკვე გაანადგურა. ამ კერას მეხანძრეები "წმინდა ცეცხლს" უწოდებენ, დაგდან ცეცხლის ალი მაღლა ადის და "ცას წვდება".

მასალის გამოყენების პირობები






