საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სოციალური მეწარმეობის კონკურსს დააფინანსებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:03, 10 Aug, 2018     1694

მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რიგით მე-5-ე, სოციალური მეწარმეობის კონკურსის დაწყების შესახებ განაცხადა. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნის ან განვითარების დაფინანსებას. სოციალური საწარმოების მიზანი კი სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარება, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და შშმ პირთა დასაქმებაა. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს პროექტი, რომელიც მიმართული იქნება სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებისკენ. ამასთან, სოციალური საწარმოს იდეას, დაფინანსების შემდგომ დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და არ ატარებდეს ერთჯერად ხასიათს. აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმოს საქმიანობიდან მიღებული მოგება სწორედ სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან 2018 წლამდე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთო ჯამში 400 000 ლარით 10 სოციალური საწარმოს პროექტი დაფინანსდა. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა და დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება, სოციალური საწარმოები მთელს საქართველოს მოიცავს, მათ შორის არის: ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.

კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სულ მცირე 2 ადამიანისგან შემდგარ გუნდს, რომლის წევრთა ასაკი აღემატება 18 წელს. თითოეულ პროექტზე გასაცემი დაფინანსების ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 50 000 ლარს. საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ პირი. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს. საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2018 წლის 10 აგვისტოს და დასრულდება 2018 წლის 10 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე. პროექტის განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ონლაინ ვებგვერდზე: www.tree.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42