ვინ იყო აგრესორი 2008 წლის აგვისტოს ომში? - სალომე ზურაბიშვილი პოზიციებს არ იცვლის და განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 19:14, 09 Aug, 2018     2587
სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კიდევ ერთხელ ეხმაურება და სოციალურ ქსელში ახალ განმარტებას აკეთებს.

„ამ ორი დღის განმავლობაში მოვისმინე არაერთი განცხადება და ინტერპრეტაცია აგვისტოს ომზე, ჩემს კომენტარებზე.

1. კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რუსეთი.

რუსეთს 2008 წლის აგვისტომდეც უკანონოდ ქონდა დაკავებული ჩვენი ტერიტორიები და საგულდაგულოდ ემზადებოდა აგვისტოს ომისთვის, რაზეც ინფორმაცია ქონდა, მათ შორის სააკაშვილს და მის გარემოცვას, 2008 წლის აგვისტოში, პროცესები წარიმართა რუსეთის სცენარის შესაბამისად, რამეთუ აგვისტომდე დიდი ხნით ადრე იყო მომზადებული;

2. კითხვაზე შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანი: დიახ.

მეტიც სააკაშვილის და მისი გარემოცვის უგუნურობა და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა. იმის მაგივრად, რომ რუსულ პროვოკაციებზე სააკაშვილს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გამახვილებით ეპასუხა, მან რუსეთის სამხედრო პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გასცა, რაც რუსეთის მიერ გამოყენებულ იქნა საბაბად საქართველოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად.

ეს იყო სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, რისი გახსენებაც ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია.

ამ ყველაფრის შეხსენება ორი მიზეზის გამოა აუცილებელი: რათა არ დაბრუნდნენ დამნაშავეები ხელისუფლებაში და მომავალში არცერთმა ხელისუფლებამ არ ჩაიდინოს მსგავსი გამოუსწორებელი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

მე ამ ყველაფერს ვიტყვი ყოველთვის, რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ეს სიმართლეა ნაციონალებისა და მათი სატელიტებისთვის, რომლებიც იყვნენ და არიან რუსეთისა და ანტიდასავლური ძალების საუკეთესო საყრდენი ჩვენს ქვეყანაში.

და ბოლოს, ჩემთვის რაიმეს დაბრალება, მეტადრე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ჩემი დიდი ძალისხმევით გაყვანილი რუსული ჯარები 2008 წელს რუსეთს უკან შემოაყვანინა, არის სხვა არაფერი, თუ არა უტიფრობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის უსუსური მცდელობა.

ეს არის ჩემი საბოლოო კომენტარი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. წინ გველის საინტერესო საპრეზიდენტო, ევროპული კამპანია, რომელიც უმეტესად მომავალზე საუბრის ფონზე უნდა წარიმართოს“ - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილი განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42