ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პლატფორმის ლიდერი სახელს იცვლის
პოლიტიკა - 18:03, 09 Aug, 2018     1903

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, პარტიის სახელით არ არეგისტრირებს. სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ის ხვალ იუსტიციის სამინისტროს სახელის შეცვლის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს.

“ცესკო-მ დაგვიდასტურა რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ ვიქნები გირჩი / Girchi-ს კანდიდატი

პარტიამ რომ კანდიდატი დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებულიო

და ამ წესს ცესკო ვერ ცვლის, პარლამენტის შესაცვლელიაო

ჩემთვის და გირჩელებისთვის პრინციპული საკითხია რომ ბიულეტენში ეწეროს გირჩი

საბოლოო ჯამში ჩემთვის ხმის მიცემა, გირჩისთვის ხმის მიცემაა, რადგან ცალკე აღებული ჯაფარიძე არ უდრის გირჩს

ცალ-ცალკე გირჩამდეც გვიკეთებია რაღაცეები, მაგრამ ის რაც არის გირჩი, მხოლოდ ჩვენი ერთობლიობით შეიქმნა

რადგან ქართული საარჩევნო კანონმდებლობა საკუთარ თავზე აქვთ მორგებული მსხვილ პარტიებს და, როგორც მსხვილი ბიზნესები, ხელს უშლიან პატარა მოთამაშეების პოლიტიკურ ბაზარზე შესვლას (რისი გამოხატულებაცაა ეს კონკრეტული შემთხვევაც), გადავწყვიტეთ შემდეგი (იდეის ავტორი Dato Rogava):

ხვალ ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს ე.წ middle name - ‘გირჩი’

ანუ, რომ გავხდე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ამ გზით გირჩი მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში

აქვე მინდა მივმართო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო-ს:

ვიცი რომ ასეთი ცვლილებების რეგისტრაციისთვის 60 დღე გაქვთ

თუმცა, ჩემ შემთხვევაში მგონი ყველასთვის ნათელია რომ ამ ცვლილებას არ ვითხოვ საკუთარი რეალური იდენტობის დამალვის და წარსული ცოდვების მიჩქმალვის მიზნით

შესაბამისად, იქნებ სწრაფად განახორციელოთ ამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება, რათა 1 სექტემბრიდან მომეცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურების ვადებში განხორციელებისა და კამპანიის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა

პ.ს. ასევე ვიცი რომ სახელის შეცვლა მხოლოდ ერთხელ არის კანონმდებლობით ნებადართული და, შესაბამისად, გირჩი სიკვდილამდე დარჩება ჩემს middle name-ად. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ”, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42