პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით სოფელ ჭელაში ბიბლიოთეკა გაიხსნა
პოლიტიკა - 17:40, 09 Aug, 2018     1116

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელას ეწვია და ახლადგახსნილი ბიბლიოთეკა დაათვალიერა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მუსლიმთა სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში გაიხსნა.

გიორგი აბაშიშვილმა, ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში, სოფელ ჭელას ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების საგანმანათლებლო საჭიროებებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, სარეზერვო ფონდი დამატებით სახელმძღვანელოებით დაეხმარება ბიბლიოთეკას, რომლებიც სტუდენტებსა და აბიტურიენტებს გამოცდებისთვის მოსამზადებლად ესაჭიროებათ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის სოფლებში მსგავსი ჩართულობის ცენტრების არსებობა, ვინაიდან ეს არის საშუალება ახალგაზრდებისთვის მიიღონ დამატებითი განათლება, ასევე მოეწყოს დისკუსიები სამოქალაქო განათლების საკითხებზე. ასევე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ბიბლიოთეკას დავეხმარებით სხვადასხვა ლიტერატურით, რომელიც ძირითადად შეეხება იმ საგანმანათლებლო საჭიროებებს, რაც სჭირდებათ აქ მცხოვრებ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა

შეხვედრას თემის უხუცესი და სოფელში მცხოვრები ახალგაზრდობა ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42