რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ მეხსიერების გაუმჯობესება გვსურს
ჯანმრთელობა - 17:10, 09 Aug, 2018     4755

წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომელიც ტვინის ფუნქციონირებისთვის სასარგებლოა.

ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით გაიუმჯობესებთ მეხსიერებას, ახალი ნერვული კავშირების წარმოქმნას შეუწყობთ ხელს, გაზრდით შემეცნებით ფუნქციას. ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისთვის და ტვინის ფუნქციობისთვის აუცილებელია უარი თქვათ სიგარეტზე, აკონტროლოთ ქოლესტერინი, დაარეგულიროთ სისხლში შაქრის დონე.

ასევე სასურველია ყურადღება მიაქციოთ შემდეგს:

სასარგებლოა ვარჯიში. ტვინისთვის ვარჯიში ნებისმიერ და განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ფიზიკური აქტივობის მოყვარული ბავშვების შუბლის, ქერქის ქვეშა და საფეთქლის მიდამოში გაცილებით მეტი რუხი ნივთიერებაა. ყველა ეს უბანი აუცილებელია მოტორული, სწავლისა და ვიზუალური უნარებისთვის. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ფიზიკურმა აქტივობამ გაუმჯობესა მეხსიერებისა და ფიქრის უნარები ასაკში მყოფ იმ ადამიანებში, რომელთაც შემეცნებითი უნარის გაუარესება აღენიშნებოდათ;

ტვინისთვის სასარგებლოა ხმელთაშუა ზღვის დიეტა. კვების ეს რაციონი მდიდარია ბოსტნეულით, ხილით, მთლიანი მარცვლეულით. ხმელთაშუა ზღვის დიეტის რაციონის მოყვარულები კერძის მოსამზადებლად მცირე რაოდენობით იყენებენ ზეითუნის ზეთს, უპირატესობას ანიჭებენ ლობიოს, თხილეულს. ძალიან პოპულარულია ნიგოზი. რეკომენდირებული, ზომიერი რაოდენობით მიირთმევენ რძის პროდუქტებს, თევზს, ფრინველის ხორცს. წითელი და ფრინველის ხორცი, დამუშავებული საკვები შეზღუდულია. ექსპერტების აზრით, მსგავსი ტიპის კვების რაციონი ანელებს შემეცნებითი უნარის დაქვეითების მაჩვენებელს და ასაკში მყოფი ადამიანების ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. ნიგვზის რეგულარული მოხმარების წყალობით ძლიერდება ტვინის მიერ გამომუშავებული ელექტრო–იმპულსების სიხშირე, რომელიც შემეცნებითი და სწავლის უნარის, მეხსიერებისთვისაა საჭირო;

ძალიან ეფექტურია უცხო ენის შესწავლა;

შეგიძლიათ შეისწავლოთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42