დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი მხარს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, მისი პროგრამის გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი
პოლიტიკა - 16:11, 09 Aug, 2018     913

მთავრობის წევრები პრეზდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ განმარტებებს აკეთებენ. მინისტრების განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც კანდიდატების საარცევნო პროგრამებს მოისმენენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე ომს არ იწყებს.

„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენ ჩენ თავს ვერ დავუწყებდით ომს, რაც შეეხება ამის კავშირს რომელიმე, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიასთან, მე ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ რამდენჯერაც საჭირო იქნება, რაც შეეხება მხარდაჭერას განვსაზღვრავთ მას შემდეგ, რაც მოვისმენთ მის ხედვას და მის პროგრამას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციაზე საუბრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია და მმართველ გუნდს მისთვის ჯერ მხარდაჭერა არ გამოუცხადებია.

„2008 წელს განხორციელდა რუსეთის მხრიდან აგრესია, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, ეს არის ის პოზიცია, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაფიქსირებდით. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა განცხადება, რომ მას არ ჰყავს კანდიდატი“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა:

რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიასა და შედეგებზე სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა.

„ეს გახლდათ აგრესია, ეს გახლდათ ომი, რომელიც არ დაწყებულა აგვისტოში და ძალიან დიდი ხანი მზადდებოდა სწორედ რუსეთის მიერ, მათ შორის შედეგები ამ ომისა, სამწუხაროდ არც ქართველების, არც აფხაზები, ოსების ინტერესში არ შედის და დღესაც ემსახურება რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო მოკლევადიან ინტერესებს ეს ფაქტი, აქ პასუხი არის ცალსახა, ეს არის რუსული აგრესია და ინტერვენცია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42