კანონი, რომელიც არ მუშაობს - რას წერს BBC "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონზე
პოლიტიკა - 16:34, 09 Aug, 2018     1366

"უკვე 10 წელია, რაც საქართველოში, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ მიღებული კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" მოქმედებს. მოსკოვი მოუწოდებს ამ კანონის გაუქმებისკენ და აცხადებს, რომ ეს რუს ტურისტებს უქმნის საფრთხეს, ხოლო საქართველოში ბევრი თვლის, რომ ეს კანონი არ მუშაობს, პოლიტიკური ნების არქონის გამო," - წერს BBC-ს კორესპონდენტი სტატიაში "10 წელი საქართველოსთან ომის შემდეგ - დანაშაული სასჯელის გარეშე".

სტატიის ავტორს საუბრის დეტალები რუს ტურისტ გოგონასთან (პირობითი სახელი - ოქსანა), რომელიც საქართველოში სტუმრად იმყოფება, ხოლო იქამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდა რუსეთის საზღვრის გავლით. მოქმედი კანონის თანახმად, უცხოელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე შესვლა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიიდან - ზუგდიდიდან და გორიდან - შეუძლიათ, თუ ამის ნება თავად საქართველოს ხელისუფლების სპეციალური განკარგულება არ არსებობს. კანონის დარღვევისთვის დაწესებულია ჯარიმა, ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 4 წლამდე.

"რა თქმა უნდა, მე შევედი აფხაზეთში რუსეთის ტერიტორიიდან, მე ხომ რუსი ვარ, შევედი შიდა პასპორტით, ძალიან ჩვეულებრივად. მე არ ვიცოდი ამით კანონი თუ დავარღვიე, თანაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას ამაზე მესაზღვრეებს არაფერი უკითხავთ. ის კი ვიცი, რომ აფხაზეთის გავლით საქართველოში შესვლა აკრძალული მაქვს, შესაბამისად, უკანაც ვერ გამოვივლი," - აცხადებს ოქსანა.

აღსანიშნავია, რომ ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლება, უცხოელებს თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ რუსეთის საზღვრის მხრიდან უშვებს. აფხაზეთი ასეთ აკრძალვას მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისათვის აწესებს.

რუსეთის ტურისტული სააგენტოების 2017 წლის მონაცემებით, აფხაზეთი მეორე ადგილზეა რუსი ტურისტებისთვის თურქული კურორტების შემდეგ. გასული წლის მონაცემებით, რუსი ტურისტების რიცხვმა საქართველოში 36%-ით მოიმატა.

BBC საინტერესო შედარებას აქვეყნებს - 2009 წელს (წინა ხელისუფლების დროს) აღნიშნული კანონის დარღვევის 78 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2016 წელს სულ 19.

"ყველაზე ცნობილი კანონდამრღვევი მოსკოვის ყოფილი მერი - იური ლუჟკოვია, რომელიც საქართველოს მეუღლესთან ერთად გასულ წელს, მაისში ეწვია. იგი აფხაზეთსა და ცხინვალში ჯერ კიდევ მერის თანამდებობაზე ყოფნისას იმყოფებოდა, თუმცა, საქართველოს ტერიტორია უპროლემოდ გადმოკვეთა. საქართველოს შსს-ში აცხადებენ, რომ მის პასპორტში არ იყო მონაცემები სეპარატისტულ რეგიონებში ყოფნბის თაობაზე, ასევე, არ არსებობდა მასზე ინფორმაცია იმ ბაზაში, რომელიც კანონის ძალაში შესვლის შემდეგ იქნა შედგენილი.

შსს-მ ლუჟკოვის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა, თუმცა, პირობა დადო, რომ იგი ვეღარასდროს გადმოკვეთავს საქართველოს საზღვარს.

ეს ინციდენტი კიდევ ერთი საფუძველი გახდა კრიტიკოსებისათვის, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლება კანონს არღვევს. იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ლოიალობას იჩენს დამრღვევების მიმართ, რუსი ექსპერტებიც ადასტურებენ" - წერს სააგენტო.

BBC კანონის იმ მხარესაც განიხილავს, რომელიც ეკონომიკურ შეზღუდვებს ეხება.

კანონის მიხედვით, უცხოელებს ეზღუდებათ ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა, თუ ამის შესახებ ოფიციალური ნებართვა საქართველოს ხელისუფლების მიერ არ არის გაცემული. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს სერიოზული ბერკეტი შეიძლება გამხდარიყო საქართველოს ხელისუფლების ხელში.

"როდესაც 2008 წლის შემოდგომაზე ეს კანონი მიიღეს, ბევრმა რუსულმა კომპანიამ მართლაც შეწყვიტა აფხაზეთში საქმიანობა, რადგან შეეშინდათმ რომ მათ პრობლემები შეექმნებოდათ დასავლეთში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებასა და კრედიტების აღებაში. ახლა ეს შეიცვალა, არცერთი კომპანია არ ცდილობს, რომ ისარგებლოს კანონის დაშვებითა და საქართველოს მიმართოს, საქმიანობის ლიცენზიის აღების მოთხოვნით, საქართველოს მიერ გაცემული ნებართვები ძირითადად ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოების წარმოებას ეხება," - აცხადებს რუსე ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებშ ოლესია ვართანიანი.

სტატიაში ის ფაქტიც არის ნახსენები, რომ 2013 წლიდან ხელისუფლება არაერთხელ ცდილობდა ოკუპაციის შესახებ კანონი შეერბილებინა, თუმცა, ყოველთვის დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა ოპოზიციის მხრიდან და მან ამ იდეის განხორციელება ვერ შესძლო. ერთადერთი გამარტივებები გამოჩნდა ამა წლის ივნისში, საქართველოს მტავრობის ახალ ინიციატივებში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამებისადმი აფხაზი და ოსი მოსახლეობის ხელმისაწვდომობას, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთაც; სხვადასხვა სამოქალაქო აქტების თავისუფლად მიღებას საქართველოს ტერიტორიაზე, ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ თავისუფალ ვაჭრობას და სხვა დეტალებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, "მე ძალიან მინდა, რომ მეც და საქართველოს სახელმწიფოსაც ჰქონდეს ამ კანონის გაუქმების საფუძველი. ეს დღე იქნება ამავდროულად ჩვენი დეოკუპაციის დღე".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42