პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნა
პოლიტიკა - 13:50, 09 Aug, 2018     717
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქალაქ ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გახსნა. მუზეუმები საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის "ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლში" ფარგლებში შეიქმნა.

გიორგი აბაშიშვილი ქალაქ ქარელის პირველი საჯარო სკოლის შენობაში შექმნილ მუზეუმში სკოლის პედაგოგებს შეხვდა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის ბესიკ კაპანაძის მშობლები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მუზეუმში გამოფენილი ოკუპაციის შესახებ ისტორიული მასალა დაათვალიერა და შეკრებილ საზოგადოებას ოკუპაციის მუზეუმის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ესაუბრა. ღონისძიებაზე გარდაცვლილი სერჟანტის დედამ ბესიკ კაპანაძის ჩანაწერები და ლექსები წაიკითხა. როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უზრუნველყოფს ჩანაწერების კრებულის გამოცემას.

დღესვე გიორგი აბაშიშვილი ქალაქ ხაშურს ეწვია სადაც ასევე გაიხსნა ოკუპაციის მუზეუმი, რომელიც ხაშურის ბიბლიოთეკის შენობაში განთავსდა. მუზეუმის სივრცე ორი ნაწილისგან შედგება და მოიცავს როგორც საბჭოთა, ისე 2008 წლის ოკუპაციის ამსახველ ისტორიულ დოკუმენტებსა და ფოტო მასალას.

ოკუპაციის მუზეუმები ღია იქნება სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. მოეწყობა ღია დისკუსიები და მოწვეული სტუმრები საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42