უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის მრჩევლები არასამთავრობოების წარმომადგენლებს ხვდებიან
პოლიტიკა - 12:59, 09 Aug, 2018     777

პრეზიდენტის მრჩევლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით კონსულტაციებს განაგრძობენ და დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრას ესწრებიან კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრები.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა,- „ კანონში არის საკმაოდ ზოგადი ჩანაწერები, მაგრამ განსაკუთრებით რეალობისა და იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა, ბუნებრივია ჩვენ გვმართებს, რომ ძალიან სერიოზულად იყოს შესწავლილი პროფესიული მონაცემებიც, კეთილსინდისიერებაც და, რაც მთავარია, კანდიდატის უნარი გაუმკლავდეს იმ ძალიან სერიოზულ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის მართლმსაჯულების სისტემაში და რომლებიც წლებია, დაგროვდა.

როდესაც პრეზიდენტმა დააანონსა კონსულტაციების დაწყება, მან ძალიან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ ამ პროცესს ვიწყებთ არა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე მსჯელობით, არამედ პროცედურაზე და კიდევ ერთხელ, იმ მახასიათებლებზე მსჯელობით და კონსენსუსის მიღწევით, რომელიც უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რომელსაც ვეძებთ. ზოგადად, პროცესის დაგეგმვა, ყოველთვის არის სწორი აზრი. პრეზიდენტს, ჩვენ, რომ გვდომებოდა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, კონსტიტუცია მას ამის შესაძლებლობას არ უზღუდავს და მას ჰქონდა სრული უფლებამოსილება, რომ პირდაპირ, ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება და დაესახელებინა კანდიდატი. ჩვენ წავედით სხვა გზით ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა და ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ კრიზისულ და უაღრესად რთულ ვითარებას, რომელიც არის მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილი, და აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ გვინდა შევჯერდეთ, დავინახოთ ფართო კონსენსუსი იმ მახასიათებლებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს და ამის შემდეგ, გადავალთ სახელებსა და გვარებზე."

პრეზიდენტის მრჩევლები უკვე შეხვდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. კონსულტაციები მომავალ კვირაში ადვოკატთა ასოციაციასთან, სახალხო დამცველთან, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებით გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42