"ევროკავშირმა უნდა დაგმოს რუსეთის აგრესიული ქცევა და მოახდინოს მისი შესაბამისად სანქცირება" - დევიდ მაკალისტერი
პოლიტიკა - 12:53, 09 Aug, 2018     890
ყოველდღიურმა გერმანულმა გამოცემამ „ტაგესშპიგელ"-მა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის" ფრაქციის დეპუტატის დევიდ მაკალისტერის წერილი.

გერმანელი პოლიტიკოსი პუბლიკაციაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ საუბრობს და გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს: „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ერთად საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. განსაკუთრებულად მძიმეა ის, რომ რუსეთი რეგულარულად ატარებს სამხედრო წვრთნებს საერთაშორისოდ არაღიარებული ორივე ტერიტორიაზე, სადემარკაციო ხაზებს თანდათანობით გამაგრებულ საზღვრებად აქცევს და თანაც გამყოფი ხაზები საქართველოს ტერიტორიაზე გადააქვს. ამგვარად ბევრი სოფელი მოწყდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის - წყლით მომარაგების სისტემას. ბევრ ოჯახს მოესპო წვდომა თავის სამიწათმოქმედო სავარგულებთან და იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი. გარდა ამისა, მოსკოვმა 2014 წ. და 2015 წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, გააფორმა შეთანხმებები „სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ, რომელთა საფუძველზეც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თავდაცვის ძალების რუსეთის არმიაში ინტეგრირება ხორციელდება," -წერს დევიდ მაკალისტერი.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ჯეროვანი ყურადღება ეთმობოდეს პოლიტიკურ დისკუსიებში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წყალობით (EUMM Georgien) მეტწილად მოხერხდა სამხრეთ კავკასიაში რუსეთსა და საქართველოს შორის ღია დაპირისპირების თავიდან აცილება, ეს რეგიონები „უკვე ათი წელია რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მათ მცოცავი ანექსიის საფრთხე ემუქრება".

დევიდ მაკალისტერი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საკითხში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ ევროკავშირის როლი: „ეს მიუღებელია და ამაზე ევროპისგან უფრო მკაფიო პასუხია საჭირო, რათა ევროპამ არ დაკარგოს დამაჯერებლობა კრემლის მიმართ და გაამართლოს თავისი ავტორიტეტი, როგორც საერთო ღირებულებათა თანამეგობრობამ. რუსეთი ვალდებულია, ბოლოს და ბოლოს, გაიყვანოს თავისი ჯარები დაკავებული ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს გამაგრებული საზღვრის გავლებასთან დაკავშირებული ყველანაირი ქმედება... ამიტომ საჭიროა, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ ერთიანი პოზიცია დაიკავოს, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის აგრესიული ქმედებანი თანმიმდევრულად დაგმოს და შესაბამისი სანქცირება მოახდინოს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით არსებობს კონფლიქტის მოგვარების ორი მნიშვნელოვანი ფორმატი. უნდა მოხდეს ამ ორივე საერთაშორისო ფორუმზე მოქმედებათა ინტენსიფიკაცია", აცხადებს ევროპარალამენტარი.

მაკალისტერი იმედის მომცემს უწოდებს ქართული მხარის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და თვლის, რომ აღნიშნულმა „ღონისძიებათა პაკეტმა უნდა შეაჩეროს ქვეყნის გახლეჩა, ხელი შეუწყოს ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და აღადგინოს გაყოფილ საზოგადოებას შორის კონტაქტები".

აღსანიშნავია, რომ დევიდ მაკალისტერი 2014 წლიდან ევროპარლამენტის „ევროპული სახალხო პარტიის" ფრაქციის დეპუტატი და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო 2010-2013 წწ. ის გახლდათ ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42