"2008 წელს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთს დაგეგმილი სცენარის განხორციელებას" - პრემიერი
პოლიტიკა - 12:06, 09 Aug, 2018     1418

დაუჭერს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს მხარს მმართველი გუნდი - დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ბახტაძე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი არის აგრესორი, მან განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი.

„მოგახსენებთ ჩემ პირად აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, მას ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008 წელს, 90-იანი წლების დასაწყისშივე რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას.

აქვე ისიც მინდა განვაცხადო, რომ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი მეგობრები აცხადებენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები აფრთხილებდნენ საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთის გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას, ხოლო სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იმის მაგივრად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და მოეხდინა ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მსოფლიოს თანამეგობრობის ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, მან ვერ შეუშალა ხელის რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყანას ეს საფრთხე და შესაბამისად, მთელი საქართველო აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში.

მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორების ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებდა 90-იან წლების დასაწყისშივე, მაშინ, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და სწორედ ამის შემდეგ ჩაირთო ის აგრესიული მანქანა, რომელმაც გააგრძელა თავისი სცენარების რეალიზება უკვე 2008 წელს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42