„მშვიდობა მოგვიტანს საქართველოს, რომელიც არის უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - მამუკა ბახტაძე
პოლიტიკა - 12:04, 09 Aug, 2018     863

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე განცხადება გააკეთა. ბახტაძის განცხადებით, მშვიდობა მოიტანს ისეთ საქართველოს, რომელიც არის უალტერნატივო შეთავაზება მოსახელობისთვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს:

„რუსული აგრესია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, მსხვერპლი, ათობით ათასი დევნილი მოუშუშებელი ტკივილია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს იყო ძალიან მძიმე დღეები. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ გზა, რომელზეც დგას საქართველო და დგას მტკიცედ, არის გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ამავე დროს გვაჩვენა ის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის ერთიანობით აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც გვაქვს დამკვიდრებული. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენი პასუხი ამ აგრესიაზე, ამ გამოწვევაზე არის მშვიდობა, არის ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, არის ევროპული ხარისხისა და ევროპული ფილოსოფიური სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა. მშვიდობას აღარაფერი უნდა დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მას ალტერნატივა არ აქვს. მე ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი შეხვედრები მქონდა ოჯახებთან, რომლებმაც დაკარგეს დები, ძმები, მშობლები. მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ განწყობა არის ერთი, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობა მოგვიტანს ჩვენ ისეთ საქართველოს, რომელიც არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი 7 აგვისტოს საქართველოში პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და უკრაინის ვიცე-პრემიერის ვიზიტს გამოეხმაურა:

„ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს ჩვენი ქვეყნისა და იმ ფასეულობების მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის, რაც მათ ამ დღეებშიკიდევ ერთხელ გვაჩვენეს. ამასთან ერთად, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ არსებობს სურვილები, აღდგეს საერთაშორისო ურთიერთობები. ბევრი სხვა ტიპის განცხადებაც მოვისმინეთ. ამაზე ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია – 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, შესაბამისად, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, შესრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იქნება სწორედ ყველაზე სწორი სიგნალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42