„...როცა შენ იცი, რომ საზღვარზე მიმდინარეობს ივლისიდან წვრთნები და იქ ასეული ჯავშანტექნიკაა, ათასობით ჯარისკაცი რუსული მხრიდან დგანან და რაღაცას ელოდებიან, როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასობრივი დაბომბვის დაწყება, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია - უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება, თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან. ეს არის ის კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა სვამდეთ, რომელზედაც ანალისტები და ჟურნალისტები უნდა ფიქრობდნენ და ცდილობდნენ, რომ პასუხი გაეცეს, რადგან ჩვენ თუ არ გავეცით პასუხი ამ კითხვაზე, მომავალში ჯერ კიდევ შეგვიძლია აღმოვჩნდეთ სასტიკ სიტუაციაში, რადგან უცვლელია ჩვენი მტერი, უცვლელია საუკუნე, თუ აღარ ჩავთვლით რუსეთის იმპერიის წინა ქმედებებს და ეს ვიცით”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






