"რუსეთის აგრესიიდან, ერთი თვის შემდეგ, უკრაინის უმაღლესმა რადამ სცადა რეზოლუციის მიღება, რომელიც დაგმობდა საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვეციას. სამხედრო კონფლიქტის შესახებ რეზოლუციის პროექტი, დარეგისტრირებული იყო რადაშიც, თუმცა, სამწუხაროდ მან ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო და შესაბამისად,
უკრაინა არ დაუპირისპირდა რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. უფრო მეტიც, დეპუტატების ნაწილი აღიარებდა კიდეც, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
მოგვიანებით, უკრაინამ მკვეთრად შეცვალა საკუთარი პოზიცია და დღეს, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ის დეპუტატები, ვინც 10 წლის წინ მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, დღეს აღარ არიან უკრაინის ხელისუფლებაში და ალბათ ვერც ვერასდროს იქნებიან. "- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






