"თქვენთან ერთად ვგლოვობ ჩვენს ჯარისკაცებს, მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, რომლებიც შეეწირნენ ტრაგიკულ დღეებს " - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 17:33, 08 Aug, 2018     1019

რუსეთის სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სენაკში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადას ეწვია. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი და სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს. გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და განსაკუთრებით აღნიშნა ქართული შეიარაღებული ძალების ღვაწლი და სიმტკიცე ქვეყნის ინტერესების ღირსეულად დაცვის საქმეში.

„დღეს თქვენ აქ დგახართ ბევრად უკეთ შეიარაღებულები, ბევრად უკეთესი ცოდნით და ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფო გიმაგრებთ ზურგს. თქვენ გვერდით დგას და თქვენი მოკავშირეა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო გაერთიანება. თქვენი ქვეყნის მოკავშირეები არიან ქვეყნები, რომლებიც ყველაზე ძლიერ ეკონომიკურ ბლოკს წარმოადგენენ თანამედროვე მსოფლიოსი და ბუნებრივია ის ვალი, ის ფიცი, რომელიც თქვენი სამშობლოს წინაშე დადეთ, თქვენც ამ ფიცს შეასრულებთ და დაიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

დღესაც და საუკუნეების წინაშე იდგა ქართველი კაცის წინაშე მარტივი არჩევანი, ან ყოფილიყო მონა ან ყოფილიყო ვიღაცის მსახური, ან ელოცა იმ ენაზე რასაც ეტყოდნენ, ან ელოცა იმ ღმერთისთვის, რომელსაც ეტყოდნენ და ან ეცხოვრა ისეთი წესით, რომელსაც დაავალებდნენ, თავისი ლუკმა გაეყო და მიეცა დამპყრობლისთვის ხარკის სახით ან ყოფილიყო დამოუკიდებელი. ამ არჩევანზე არ დაუსვია კითხვის ნიშანი არც ჩვენს წინაპრებს, არც ჩვენი თაობა და არც მომავალი თაობა დასვამს ამ კითხვის ნიშანს.

ასე რომ სულელი, ურწმუნო და ლაჩარია ის ადამიანი, რომელსაც არ აქვს იმედი, რომ ამ სიმტკიცით, რომლითაც დღეს თქვენ აქ დგახართ, ამ სიმტკიცით, რომელსაც ზურგს უმაგრებს საუკუნეები და გამარჯვება ჩვენი წინაპრებისა, ჩვენი საქართველო არ გამთლიანდება და კი ჩვენზე ძლიერი იმპერია, კი ჩვენზე ბევრად უფრო შეიარაღებული იმპერია არ დაიმსხვრევა ისე, როგორც დაიმსხვრა სხვა იმპერიები და როგორც დაიმსხვრა სხვა ჯარი და სხვა რწმენა, ჩვენი სიძლიერის წინაშე საუკუნეების განმავლობაში.

დღეს მე თქვენთან ერთად ვდგავარ და ვგლოვობ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ექიმებს, რომლებიც შეეწირნენ იმ ტრაგიკულ დღეებს, მაგრამ აქ თქვენთან ერთად ვდგავარ და მე ვხედავ იმ გამარჯვებას, რომელსაც თქვენი რწმენა და სიმტკიცე მიაღწევს. ამ რწმენით თქვენ ეუფლებით საბრძოლო ხელოვნებას, ითვისებთ ახალ ტექნიკას, მონაწილეობთ ნატოსა და ჩვენი მოკავშირეების მანევრებში და წვრთნებში, თქვენ მონაწილეობთ სამშვიდობო მისიებში, თქვენ მაღლა აწიეთ საქართველოს დროშა და ამ დროშას მარტო გამარჯვებები უწერია. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა. გიორგი მარგველაშვილმა საპატიო წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42