გიორგი მამალაძის ადვოკატები პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ
პოლიტიკა - 15:07, 08 Aug, 2018     1270
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატები საქართველოს პრეზიდენტს ხვალ დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

როგორც „ნიუპოსტს“ ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმირებულია თუ „რა ხარისხის და მნიშვნელობის დარღვევებია საქმეში და როგორ შეიკერა ის“.

ადვოკატის განცხადებით, საქმის ფალსიფიცირების კონკრეტული მტკიცებულებების გარდა, წერილში დეკანოზის პიროვნულ მახასიათებლებზეც იქნება საუბარი.

"ვინაიდან საქმეზე საქართველოში სამივე ინსტანცია ამოიწურა და ჩვენ მივდივართ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ამის პარალელურად გვსურს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მივმართოთ, რომ შეიწყალოს უკანონო პატიმრობაში მყოფი და ქართული მართლმსაჯულების მსხვერპლი დეკანოზი, გიორგი მამალაძე.

ხვალ, დეკანოზ მამალაძის ადვოკატები მივმართავთ პრეზიდენტს წერილით, სადაც აღწერილი იქნება ერთის მხრივ ყველა დარღვევა, რომელიც საქმეში არის და რის გამოც გამრუდებულია მართლმსაჯულება. წერილში აღწერილი იქნება დეკანოზ გიორგი მამალაძის პიროვნული მახასიათებლები, რაც კავშირშია შეწყალებასთან და რაც გაუადვილებს ბატონ პრეზიდენტს სწორი ნაბიჯის გადადგმას, ამის შემდეგ დაველოდებით საქართველოს პრეზიდენტის სწორ ნაბიჯს, ის ამ განცხადებითაც ინფორმირებული იქნება საქმის შესახებ და ამასთან, ჩვენ გვქონდა გარკვეული შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და შესაბამისად, ისინიც ინფორმირებულები არიან თუ რა ხარისხის და მნიშვნელობის დარღვევებია ამ საქმეში და როგორ შეიკერა ის. გვჯერა, რომ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება იქნება ღირსეული და დარწუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება სწორად გაიგებს, რადგან საზოგადოების მოთხოვნა და სურვილია უკანონო პატიმარი, დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს პრეზიდენტმა"- განაცხადა "ნიუპოსტთან" გიორგი ფანცულაიამ.

გთავაზობთ პრეზიდენტისთვის გასაგზავნი ვრცელი მიმართვის ფრაგმენტს:

"ბატონო პრეზიდენტო, მოცემულ ვითარებაში, მხოლოდ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაათავისუფლოთ უკანონო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული, რომლის საკანში ყოფნის თითოეული დღე, თითოეული საათი და წუთი ჩვენი ღრმა რწმენით ქართული დემოკრატიისთვის დარტყმას წარმოადგენს. ასეთივე განწყობაა ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში. სხვაგვარად ვერც იქნება, ვინაიდან გიორგი მამალაძე დღეს სამართლის უზენაესობის პრინციპების საპირისპიროდ იხდის სასჯელს - იმისთვის, რაც მას არ ჩაუდენია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, ხოლო თქვენ იამაყებთ იმით, რომ უსამართლოდ დაჩაგრული და გაწირული საქართველოს მოქალაქე შეიწყალეთ, განარიდეთ რა უსამართლო სასჯელს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42