მარშალ გელოვნის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
პოლიტიკა - 15:04, 08 Aug, 2018     1002

თბილისის მერი კახა კალაძე მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.

პროექტის ამ ეტაპზე, განაპირა ბურჯის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, საკომუნიკაციო კომპანიები მიწისქვეშა ქსელების გადატანის სამუშაოებს აწარმოებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ვაშლიჯვრიდან გადმოსასვლელი, რომელიც მარშალ გელოვანს უკავშირდება, პიკის საათებში ყოველთვის გადატვირთულია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ძალიან ჭირს გადაადგილება და მოქაალაქეებს საცობში ლოდინი საათობით უწევთ. აღნიშნული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ორდონიანი პანდუსი მოეწყობა, კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობას განტვირთავს. ძალიან კარგი პროექტია, რომელზეც დაახლოებით, ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯება და მის დასრულებას ექვსი თვე დასჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ორდონიანი კვანძი - გზაგამტარი, რკალისებურ ესტაკადას წარმოადგენს, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩიდან იწყება, ზემოდან გადადის მარშალ გელოვანის გამზირზე და აღნიშნული გამზირის მცხეთისკენ მიმავალ მიმართულებას უერთდება.

პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს და საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის. გარდა ამისა, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით, გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 300 000 ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოები ექვს თვეში დასრულდება.

თბილისის მერთად ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ავთნდილ ცინცაძე და მამუკა მდინარაძე იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42