ვახტანგ ყოლბაიამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
პოლიტიკა - 15:02, 08 Aug, 2018     896

2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით სენაკსა და ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ქალაქ სენაკის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ ომის დროს დაღუპული სამხედროების თემურ ბოკუჩავასა და ბადრი ბერანძის საფლავები მოინახულეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტო საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ ბიჭებმა სიცოცხლე არ დაიშურეს ჩვენი სამშობლოს დასაცავად. აგვისტოს საზარელმა დღეებმა მრავალი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და ტერიტორიები დაგვაკარგვინა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედს არ ვკარგავთ. ყოველი ჩვენთაგანის ვალია ამ გმირების სახელები სამუდამოდ უკვდავვყოთ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ

კაპრალ თემურ ბოკუჩავას მეუღლის მაია ცეცხლაძის ინიციატივით, თემურ ბოკუჩავას სახელობის სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში, წარმატებული მე-12 კლასელისთვის ოჯახის დაფინანსებით მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება.

კაპრალი თემურ ბოკუჩავა 1983 წელს სოხუმში დაიბადა. ის ათი წლისაც არ იყო, როდესაც მშობლიური ქალაქის იძულებით დატოვება მოუწია. ოჯახი სენაკში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა სენაკის მეშვიდე საშუალო სკოლაში, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს. 2001 წელს ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა სენაკში, იყო კოდორის ხეობაში, ცხინვალის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. დაიღუპა 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის (სიკვდილის შემდეგ).

კაპრალი ბადრი ბერანძე 1987 წელს გალში დაიბადა. აფხაზეთის ომის შემდეგ ის ქობულეთში იზრდებოდა. იგი ყოველთვის მშობლიურ მხარეში დაბრუნებაზე ოცნებობდა. 2008 წლის 8 აგვისტოს ის 21 წლის გახდა და იმავე დღეს ცხინვალთან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42