"კია მოტორსის" ადგილზე, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოფენო „ორანჟერეა“ აშენდება
პოლიტიკა - 11:13, 08 Aug, 2018     990

დიღმის ტყე-პარკში „კია მოტორსის“ შენობის ადგილზე, მრავალფუნქციური კომპლექსი - „ორანჟერეა“ მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს, დედაქალაქის მთავრობა აპირებს, მიწის ნაკვეთს, სადაც „კია მოტორსის“ ცენტრი მდებარეობს, ზონის სტატუსი შეუცვალოს და მშენებლობა დაიწყოს.

„ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, თითქოს დედაქალაქის მთავრობა და მერი, დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის განხორციელებას აპირებს. პირდაპირ შემიძლია ვუთხრა მოსახლეობას, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომა და ტყუილია. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, საუბარი იყო იმაზეც, რომ ჩვენ ზონის სტატუსი შევუცვალეთ არსებულ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, სადაც დღეს „კიას“ ცენტრი მდებარეობს, რაც სრული სიცრუეა. ჩვენი მხრიდან, არანაირი ზონის ცვლილება არ განხორციელებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული ტერიტორიის 2009 და 2011 წლების ზონალური რუკები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ტერიტორიას, რომელზეც დღეს „კიას“ ცენტრი მდებარეობს, 2011 წლიდან საზოგადოებრივი საქმიანობის ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„2011 წელს, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. „კიას“ ცენტრი ამ მონაკვეთში მდებარეობს. ეს კომპანია „ანაგის“ საკუთრებაა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული შენობის ნაცვლად, იგივე მოცულობის, თანამედროვე ტიპის შენობა-ნაგებობა - საგამოფენო „ორანჟერეა“ ააშენონ. პროექტი დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის, მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო პროექტთან დაკავშირებით, საზოგადოებას დეტალებს ვაცნობებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობა და ახლის შექმნაა.

„ჩვენმა ოპონენტებმა გენგეგმას ვერანაირი ხარვეზი ვერ უპოვეს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ყოველგვარი სიცრუით, ზიანი მიაყენონ დოკუმენტს, რომელიც თბილისის საკრებულოშია გადაგზავნილი. სწორედ ჩვენი დავალებით, დაიწყო მუშაობა დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაშია, გაყიდულია. ამიტომ, დავიწყეთ ამ ადამიანებთან კომუნიკაცია, რათა მოხდეს ნაკვეთების გამოსყიდვა, ადგილმონაცვლეობა იმისთვის, რომ რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მწვანე სივრცეები შევქმნათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მიმდინარე წლის 20 ივნისს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, დიღმის ტყე-პარკის მომიჯნავედ არსებულ შპს „ანაგის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეთანხმდა. შეთანხმება ნაკვეთზე, სადაც ამჟამად, „კიას“ ავტოსალონი და ავტომომსახურების ცენტრი ფუნქციონირებს, მრავალფუნქციური კომპლექსის - „ორანჟერეის“ მოწყობას ითვალისწინებს.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას განზრახული აქვს ავტოტექმომსახურების ცენტრი, რომელიც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარემოზე მავნე ზემოქმედებას ახდენს, ისეთი ფუნქციისა და იერსახის შენობით ჩაანაცვლოს, რომელიც დიღმის ტყე-პარკის სამომავლო განვითარების კონცეფციაში ორგანულად ჩაეწერება და მასთან ერთად, არეალის საზოგადოებრივ-საპარკე ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს.

„ორანჟერეა“ თავისი ფუნქციით საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრი იქნება. საპროექტო კომპანია ამჟამად, კონკრეტულ პროექტს ამუშავებს, რომლის მიხედვითაც, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა ენერგოეფექტური მასალებით აიგება და ორიგინალური არქიტექტურული გადაწყვეტით, გარე და შიდა მწვანე სივრცეების ერთიანობას უზრუნველყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42