"აშშ-ის პოზიცია რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ურყევია, ეს რეგიონები არ ეკუთვნის რუსეთის"- ჰიზერ ნოიერტი
პოლიტიკა - 09:56, 08 Aug, 2018     1219
რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე, შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჰიზერ ნოიერტი ამბობს, რომ ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და შეერთებული შტატების პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია.

"შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, მტკიცე და ურყევია. ეს რეგიონების საქართველოს შემადგენელი ნაწილია და ისინი არ ეკუთვნის რუსეთის. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, ომამდელ პოზიციებზე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად. რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს პროცესი გრძელდება," - განაცხადა ჰიზერ ნოიერტიმ.

10 წლის წინ დადებული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს რუსეთს გერმანიაც და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცალმხრივ აღიარებას მიუღებლად მიიჩნევს.

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები დანიის, იაპონიის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო უწყებებმაც გაავრცელეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42