ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილზე, ვანო მერაბიშვილზე, ირაკლი ოქრუაშვილზე, დავით კეზერაშვილზე და რამდენიმე ქართველ სამხედროზე: შალვა კაჩაროვზე, ალექსანდრე მილაძეზე, მუხარ კოპაძეზე, ნიკოლოზ ოქროპირიძეზე და სხვებზე „საერთაშორისო ძებნა“ გამოაცხადა.
ე.წ. "გენპროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ პირებზე „საქართველოს მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა „მკვლელობის“, „სამართალდამცველთა სიცოცხლის ხელწყოფისა“ და "გენოციდის" მუხლებით".
ამავე სიაში არიან შეყვანილი უკრაინელი პატრიოტები, რომლებიც იმ დროს საქართველოს მხარეზე იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა მსგავს ზომებს ადრეც მიმართა, თუმცა, ბუნებრივია, საერთაშორისო საზოგადოებას, ინტერპოლსა და სხვა უწყებებს მასზე რეაგირება არ მოუხდენია, რაც მარიონეტების დიდ აღშფოთებას იწვევს.
მასალის გამოყენების პირობები






