როდის აქტიურდება ადამიანში წინაპართა ცოდვების კოდი და როგორ შევცვალოთ მომავალი
ეს საინტერესოა - 01:24, 06 Aug, 2019     15718
ხშირად, ადამიანების ინტუიცია და გამძაფრებული წინათგრძნობა მართლდება. ბევრი ამას მეექვსე გრძნობის გააქტიურებას მიაწერს, ზოგიც – უბრალო დამთხვევას, მაგრამ ფაქტია, მოვლენათა წინასწარ დანახვის უნარი ბევრს აქვს. თავად ადამიანი უნდა ეცადოს, შეცვალოს ცხოვრება. არ უნდა ფიქრობდეს ცუდზე, ბოროტებაზე, სხვისი უბედურება არ უნდა უხაროდეს, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი, ბუმერანგივით უკან ბრუნდება.

ნებისმიერ ადამიანს აქვს პერიოდები, როცა ინტუიცია აქტიურდება, ზღვარს აღწევს და ამ დროს მომავლის პროგნოზი ანუ ფაქტების წინასწარმეტყველება საკმაოდ ადვილია. ანუ, ინტუიციურად, ზუსტად ხვდება – სად არის მისი ადგილი, საიდან ელის საფრთხე და რომელი ადამიანისგან უნდა ელოდოს სიკეთეს თუ ბოროტებას.

თუ გაქვთ წინათგრძნობა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევთ, ან თავს იკავებთ და არ ითვალისწინებთ, ან, სულაც, საპირისპიროს აკეთებთ, ამ დროს თქვენში წინაპართა ცოდვების კოდი აქტიურდება და ეს შესაძლოა, საკმაოდ ცუდად დასრულდეს. ასევე, არსებობს გამაფრთხილებელი სიზმრები. მაგალითად, როცა გესიზმრებათ და თან, სიზმარშივე განიცდით მოსალოდნელ საფრთხეს ან, პირიქით, დიდი ბედნიერების მოლოდინში ხართ. გამოღვიძებულს კი ეს გრძნობა გამოყოლილი გაქვთ ღამის წინასწარმეტყველებიდან. ეს მინიშნებებია და ამის იგნორირება არ შეიძლება.

ზოგადად, ვისზეც წინაპართა ცოდვებია გადმოსული, მისი ბედი ბეწვზე ჰკიდია და სიცოცხლე გამუდმებით საფრთხეშია. წინაპართა ცოდვები კი, თაობებს გადაეცემა. ამიტომ, უნდა დაუკვირდეთ თქვენს ყოველ საქციელს, სიტყვასა და აზრს, რომ მომავალს საფრთხე არ შეუქმნათ.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ გაუმართლებელ სიყვარულზე, წყვილებს შორის უთანხმოებაზე, განქორწინებებზე და ასე შემდეგ. ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და განქორწინებებიც კი, უხილავი ენერგეტიკული სამყაროს შედეგია, რაც თითოეული ადამიანის გარშემო ტრიალებს. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, როცა ორ ადამიანს შორის ერთი საერთო ენერგოველი წარმოიქმნება, რომელიც მათ კიდევ უფრო აახლოებს და იცავს გარშემო მიმდინარე ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებისგან. ამიტომ, ჯობია, სანამ მარტო დარჩებით, გიღალატებენ და საყვარელი ადამიანისგან მიტოვებულს გული გეტკინებათ, ყურადღება მიაქციეთ მომავალი სასიყვარულო პარტნიორის ენერგეტიკული ველის თავისებურებას. ამაშიც, გამძაფრებული ინტუიცია და ის წინათგრძნობები დაგეხმარებათ, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თუ თქვენს რჩეულთან ურთიერთობისას, იღლებით, გუნება-განწყობა ხშირად გეცვლებათ ან შინაგანი ფორიაქი გეწყებათ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი პარტნიორი ენერგეტიკულად აბსოლუტურად განსხვავდება თქვენგან. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული თქვენგან გაცილებით მეტ ენერგიას იღებს, იმაზე მეტს, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ, გაუზიაროთ. მისგან წამოსული ენერგია კი იმაზე მეტია, რისი მიღებაც თქვენ შეგიძლიათ და ეს თქვენში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ორ ადამიანს შორის ენერგეტიკულ დონეზე შეუთავსებლობა დროთა განმავლობაში კონფლიქტებს, გაუგებრობებს, დაძაბულ სიტუაციებს იწვევს. ამიტომაც იზრდება ასე კატასტროფულად განქორწინებათა რიცხვი.

შეყვარებულთა შორის შეუთავსებლობის მეორე მიზეზი კარმაა. თუ ერთ-ერთს წინაპართა „ვალები“ დიდი რაოდენობით გადმოეცა მემკვიდრეობით, მას უიღბლობის კოდი აქვს ჩართული. ეს კი გამუდმებით უქმნის პრობლემას სიყვარულში. ზოგადად, კარმულად ცოდვილი ადამიანების შთამომავლები უიღბლოები და წარუმატებლები არიან.










მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42