„დღევანდელი კრემლის პირობებში, არავითარი სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლებელი არ არის. სამწუხაროდ არ არის, იმიტომ, რომ ეს არის იმპერიალისტური, ტერიტორიულ ექსპანსიაზე ორიენტირებული სახელმწიფო, რომლის მთავარი მიზანი არის მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს საერთაშორისო თანამეგობრობა და ყველა ხერხით, პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური და რა თქმა უნდა სამხედრო ხერხით, აღადგინოს ის, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა და რაც ფაქტობრივად იყო კოლონიალური სახელმწიფო. დაიწყოს იმ ნაწილებით, რასაც ისინი აერთიანებენ იმაში, რასაც რუსულ სამყაროს ეძახიან. მაგრამ ადრე თუ გვიან შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება, რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობით თუ მონაწილეობის გარეშე, აუცილებლად, საქართველო თავისი სუვერენული ტერიტორიების ნაწილს, რომელიც ახლა ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, დაიბრუნებს. ამის გარანტია არა მარტო ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის გადაწყვეტილება და მიზანია, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეები სულ უფრო ღრმად და რეალისტურად უყურებენ იმ უბედურებას, რაც რუსეთის ოკუპაციამ მოუტანა არა მხოლოდ ასეულობით ათას ქართველს, რომლებიც მშობლიური ადგილებიდან იქნენ განდევნილები, არამედ მაგალითად აფხაზურ ეთნოსს. რუსეთს შეუძლია დაამუხრუჭოს ისტორიული პროგრესი, მაგრამ ამის გაჩერება შეუძლებელია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






