"ან იხელმძღვანელონ სახელმიწფო ინტერესებით... - ომი დაიწყო რუსეთმა და არა სააკაშვილმა, ან დაეთანხმონ პუტინის ვერსიას" - დავით ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 14:28, 07 Aug, 2018     1936
“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წევრი, დავით ზურაბიშვილი საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის 10 წლისთავზე კიდევ ერთხელ ეხმაურება, სალომე ზურაბიშვილის მიერ კიდევ ერთხელ წამოწეულ საკითხს თუ ვინ დაიწყო 2008 წელს ომი.

"ორიოდ სიტყვიით იმ გაუთავებელ, და ჩემის აზრით მარაზმში გადაზრდილ თემაზე, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას და სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთი ამართლებს სწორედ იმით, რომ ომი დაიწყო საქართველომ და რუსეთი იძულებული გახდა დახმარებოდა ოსებს. საერთაშორისო საზოგადოების მთელი მხარდაჭერა ჩვენს მიმართ და არაღიარების პოლიტიკა კი ეფუძნება იმას, რომ აგრესორი იყო რუსეთი.

აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, არის ოკუპაციის გაპრავება და მეტი არაფერი. საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყანას წარმოადგენს ხელისუფლება და ცუდმა სააკამ ომი დაიწყო და ახლა კარგი ბიძინა გვყავს, არ ითვლება. თუ ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ სააკაშვილი იყო სამხედრო კონფლიქტის ინიციატორი (და რუსეთი მეტს კი არაფერს ამტკიცებს), ამით პრაქტიკულად ვანგრევთ არაღიარების პოლიტიკას და ვაძლიერებთ რუსეთის პოზიციას ჩვენს რეგიონში.

უფრო მეტიც, რეალურად მართლა სააკაშვილი რომ იყოს ომის გამჩაღებელი, ცხინვალის დამანგრეველი და ოსების გენოციდის მომწყობი, ხოლო პუტინი და სეპარატისტები უფრთო ანგელოზები (თუმცა, რეალობა სხვაა, არც ტალიავინის დასკვნაში, სადაც საკმაოდ წინააღმდეგობრივი ფორმულირებებია, წერია ასე და არც საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია არაა ასეთი), ერთადერთი სწორი მიდგომა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მაინც ის იქნებოდა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა. სხვა პოზიცია საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ შეიძლება ჰქონდეს.

ის, რომ წინა ხელისუფლება არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს არაფერზე და მათი მტკიცებით საქართველოს რუსეთი თავს დაესხა მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობით წარმატებას წარმატებაზე აღწევდნენ, ერთი ამბავია, მაგრამ ვისაც ნაცების ასეთი პოზიცია ნერვებს უშლის, მათ უნდა გააკეთონ მკაფიო არჩევანი სახელმწიფო ინტერესებსა და ნაცების სიძულვილს შორის: ან იხელმძღვანელონ სახელმწიფოს ინტერესებით და რაც არ უნდა თავის ქებას ისმენდნენ ნაცებისგან, ცალსახად დააფიქსირონ, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და არა საააკაშვილმა, ან ნაცების ზიზღს და სიძულვილს გადააყოლონ ქვეყნის ინტერსები და დაეთანხმონ პუტინის და ლაროვის ვერსიას. სხვა არჩევანი აქ უბრალოდ არ არის"- აცხადებს ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42