პრეზიდენტმა პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი მიიღო
პოლიტიკა - 14:27, 07 Aug, 2018     741

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტით მყოფ პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს იმ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ 10 წლის წინ რუსული აგრესიის დროს, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების პროცესსა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში გამოიჩინეს.

პრეზიდენტმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა იმ სპეციალური კომუნიკეს მნიშვნელობასაც, რომელიც ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე მიიღო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოთხი ქვეყანა უპირობოდ და უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მაღალი რანგის სტუმრებთან გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებაც განიხილა, რასაც დღეს 4 ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა: „უპირველეს ყოვლისა საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს დელეგაციებს იმ მხარდაჭერისათვის, რაც გამოიხატა კონკრეტულად ამ ვიზიტში, როდესაც აგვისტოს ომის 10 წლისთავზე ჩვენი მეგობრები მხარდაჭერის გამოსახატავად ჩამოვიდნენ საქართველოში.

ბუნებრივია, მიმოხილული იქნა ჩვენი ურთიერთობები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ხაზგასმით აღინიშნა, რომ გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენისაკენ, ეს არის გზა საქართველოს წარმატების, რომელიც აუცილებლად გადის საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს არის მეტი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, მეტი ერთობლივი პროექტების განხორციელება, მეტი რეფორმები და კიდევ უფრო მეტად წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა, რაშიც ჩვენმა პარტნიორებმა მეტი მხარდაჭერა აღგვითქვეს და საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მომავალში უნდა გადაიდგას საქართველოს ევროპული ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით."

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანი. შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა მაღალი რანგის სტუმრებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42